![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/e9/Johor_Bahru_city_in_2015.jpg/640px-Johor_Bahru_city_in_2015.jpg&w=640&q=50)
ჯოჰორ-ბარუ
From Wikipedia, the free encyclopedia
ჯოჰორ-ბარუ (ინგლ. Johor Bahru) — მალაიზიის შტატ ჯოჰორის დედაქალაქი. მდებარეობს ნახევარკუნძულის მალაიზიის სამხრეთ კიდეში, ჯოჰორის სრუტის ჩრდილოეთ სანაპიროზე, ქალაქ-სახელმწიფო სინგაპურის მოპირდაპირე მხარეს. ქალაქის მოსახლეოობა 858 118 ადამიანს შეადგენს, ხოლო ფართობი 391.25 კმ²-ია. ჯოჰორ-ბარუ მალაიზიაში მეორე ადგილზეა მშპ-ში წილის შეტანის მიხედვით[3] და ინვესტიციების თვალსაზრისით, ქვეყნის უდიდესი სპეციალური ეკონომიკური ზონის, სამხრეთ ჯოჰორის ეკონომიკური რეგიონის (Iskandar Malaysia), ბირთვს წარმოადგენს.
დასახლებული პუნქტი | |||||
---|---|---|---|---|---|
ჯოჰორ-ბარუ | |||||
![]() | |||||
| |||||
ქვეყანა |
![]() | ||||
კოორდინატები | 1°27′20″ ჩ. გ. 103°45′40″ ა. გ. | ||||
დაარსდა | 1855[1] | ||||
ფართობი | 373.18 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 32±1 მეტრი | ||||
ოფიციალური ენა | მალაიური ენა | ||||
მოსახლეობა |
497 097 (2010), 797 882 (2017)[2] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+8 და Time in Malaysia | ||||
სატელეფონო კოდი | 7 | ||||
საფოსტო ინდექსი | 79xxx — 81xxx | ||||
საავტომობილო კოდი | J | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.mbjb.gov.my/ | ||||
სულთან აბუ ბაქარის მმართველობისას ქალაქის მოდერნიზაცია დაიწყო: აიგო ადმინისტრაციული შენობები, სკოლები, რელიგიური ნაგებობები და ვუდლენდსთან (სინგაპური) დამაკავშირებელი რკინიგზა. წყნარი ოკეანის ომის დროს, 1942-1945 წლებში, ჯოჰორ-ბარუ იაპონიის სამხედრო ძალებს ეკავათ. ომის შემდეგ ჯოჰორ-ბარუ მალაიური ნაციონალიზმის აკვანი გახდა. 1946 წელს ქალაქში ისთანა ბესთარში მთავარი პოლიტიკური პარტია, მალაიზიის გაერთიანებული ეროვნული ორგანიზაცია, ჩამოყალიბდა. 1963 წელს მალაიზიის შექმნის შემდეგ, ჯოჰორ-ბარუს შტატის დედაქალაქის სტატუსი მიენიჭა, ხოლო 1994 წელს ქალაქად გამოცხადდა. დღეისთვის ჯოჰორ-ბარუ ნახევარკუნძულის მალაიზიის სამხრეთ ნაწილის ფინანსური ცენტრი და ლოგისტიკის კერაა.