![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c9/George_Town%252C_Penang_%25282004%2529.jpg/640px-George_Town%252C_Penang_%25282004%2529.jpg&w=640&q=50)
ჯორჯტაუნი (პენანგი)
From Wikipedia, the free encyclopedia
ჯორჯტაუნი — ქალაქი მალაიზიაში, პულაუ-პინანგის შტატის დედაქალაქი. სახელი ეწოდა დიდი ბრიტანეთის მეფე ჯორჯ III-ის პატივსაცემად. მდებარეობს კუნძულ პენანგზე. 2010 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 157 743 ადამიანს შეადგენს,[1] ხოლო მთლიანად მეტროპოლიის 1 253 748[2] და წარმოადგენს მალაიზიის სიდიდით მესამე მეტროპოლიას მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით.
ჯორჯტაუნი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
![]() | |
ქვეყანა | ![]() |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | ii, iii, iv |
სია | |
რეგიონი** | აზია და ოკეანეთი |
კოორდინატები | 05°25′00″ ჩ. გ. 100°19′00″ ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2008 (32-ე სესია) |
ნომერი | 1223 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
2008 წელს, ქალაქის ცენტრალური ნაწილი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.
ქალაქი 1786 დააარსა ბრიტანეთის ოსტ-ინდოეთის კომპანიის ვაჭარმა, ფრანსის ლაითმა, როგორც მალაის შტატის კომპანიის ბაზა.
ინგლისურენოვანმა გამოცემა Asiaweek-მა, აზიის საუკეთესო ქალაქების ნუსხაში ჯორჯტაუნი 1998 წელს მე-6, ხოლო 2000 წელს მე-9 ადგილზე დაასახელა.
ქალაქის კლიმატი ტროპიკულია, 24 °C საშუალო წლიური ტემპერატურით, ხოლო ნალექების წლიური მაჩვნებელი 2550 მმ-ია.