ჯონ ფოსტერ დალესი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჯონ ფოსტერ დალესი(ინგლ. John Foster Dulles; დ. 25 თებერვალი, 1888 - გ. 24 მაისი, 1959) – ამერიკელი დიპლომატი. რესპუბლიკელი პარტიის წევრი, მან 1953 წლიდან 1959 წლამდე შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანამდებობა ეკავა პრეზიდენტ დუაიტ ეიზენჰაუერის დროს. მნიშვნელოვანი ფიგურა იყო ცივი ომის დასაწყისში, ასევე მთელ მსოფლიოში კომუნიზმის წინააღმდეგ აგრესიული პოზიციის მომხრე.
ჯონ ფოსტერ დალესი | |
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
26 იანვარი, 1953 – 22 აპრილი, 1959 | |
პრეზიდენტი | დუაიტ ეიზენჰაუერი |
წინამორბედი | დინ აჩესონი |
მემკვიდრე | ქრისტიან ჰერტერი |
აშშ-ის სენატორი ნიუ-იორკიდან | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
7 ივლისი, 1949 – 8 ნოემბერი, 1949 | |
დაბადებული | 25 თებერვალი, 1888 ვაშინგტონი, აშშ |
გარდაცვლილი | 24 მაისი, 1959 (71 წლის) ვაშინგტონი, აშშ |
პოლიტიკური პარტია | რესპუბლიკური |
მეუღლე | ჯანეტ პომეროი ავერი |
შვილები | 3 |
განათლება | პრინსტონის უნივერსიტეტი ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი |
ხელმოწერა |
დალესი დაიბადა ვაშინგტონში და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამართალის ფაკულტეტის დაამთავრების შედმეგ დაიწყო მუშაობა ნიუ-იორკის „Sullivan Cromwell“--ს იურიდიულ ფირმაში. ბაბუა მისი, ჯონ ვ. ფორტერი და ბიძა, რობერტ ლანსინგი, ორივეს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის პოსტი ეკავათ, ხოლო მისი ძმა, ალენ დალესი, 1953 წლიდან 1961 წლამდე ცენტრალური დაზვერვის დირექტორად მუშაობდა. ჯონ ფოსტერ დალესი მსახურობდა ომის ინდუსტრიების საბჭოში პირველი მსოფლიო ომის დროს და იყო აშშ-ის წარმომადგენელი, 1919 წლის პარიზის კონფერენციაზე. შემდეგ გახდა თავისუფალი ერების ასოციაციის წევრი, რომელიც მხარს უჭერდა აშშ-ის ჩართვას ერთა ლიგაში. დალესმა ასევე ხელი შეუწყო დავის გეგმის შედგენას, რაც მიზნად ისახავდა ევროპის სტაბილიზაციას, გერმანიის ომის რეპრესიების შემცირებით.
1944 და 1948 წლებში დალესს ტომას ე. დუეის, რესპუბლიკური პრეზიდენტობის კანდიდატის, საგარეო პოლიტიკის მთავარი მრჩევლის თანამდებობა ეკავა. მან ასევე ხელი შეუწყო გაეროს წესდების პრეამბულის შედგენას და მუშაობდა გაეროს გენერალური ასამბლეის დელეგატად. 1949 წელს დიუიმ იგი სენატად დანიშნა, რათა სენატორ რობერტ ვაგნერის გადადგომით დაცარიელებული თანამდებობა შეევსო. ეს თანამდებობა მას ოთხი თვის განმავლობაში ეკავა, ხოლო ჰერბერტ ლემანის სპეციალურ არჩევნებში დამარცხების შემდეგ კი თანამდებობა დატოვა.
მას შემდეგ, რაც ეიზენჰაუერმა გაიმარჯვა 1952 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, მან დალესი სახელმწიფო მდივნად დანიშნა. როგორც სახელმწიფო მდივანი, დალესი კონცენტრირებული იყო ცივი ომის ალიანსების მშენებლობაზე და გაძლიერებაზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანწილად ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაზე. იყო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ხელშეკრულების ორგანიზაციის არქიტექტორი, რომელიც იყო ანტი-კომუნისტური თავდაცვითი ალიანსი შეერთებულ შტატებსა და რამდენიმე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყანას შორის. მან ასევე ხელი შეუწყო 1953 წლის ირანის გადატრიალებას და 1954 წელს გვატემალის გადატრიალებას. მან მხარი დაუჭირა მასიური შურისძიების სტრატეგიას საბჭოთა აგრესიის საპასუხოდ. მსხვილი ნაწლავის კიბოთი დაავადებული დალესი 1959 წელს თანამდებობიდან გადადგა და იმავე წელს გარდაიცვალა.