ჯონ უილიამ უოტერჰაუსი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჯონ უილიამ უოტერჰაუსი (დ. 6 აპრილი, 1849 ― გ. 10 თებერვალი, 1917) ― ინგლისელი მხატვარი. აკადემიზმისა და პრერაფაელიტთა საძმოს წარმომადგენელი. მის ნამუშევრებში ძირითადად ძველი ბერძნული მითოლოგიისა და მეფე ართურის ლეგენდის ქალი გმირები არიან ასახული.
ჯონ უილიამ უოტერჰაუსი | |
---|---|
დაიბადა | 6 აპრილი, 1849(1849-04-06)[1] [2] [3] [4] [5] [6] |
დაბადების ადგილი | რომი[7] [8] [9] |
გარდაიცვალა | 11 თებერვალი, 1917(1917-02-11)[1] [2] [3] [4] [5] [6] (67 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ლონდონი[8] [10] [9] |
ჟანრი | პორტრეტი[11] [12] |
დაიბადა რომში, ინგლისელი მხატვრების ოჯახში. შემდეგ ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ხელოვნების სამეფო აკადემიაში ჩაირიცხა. უოტერჰაუსმა ყოველწლიურ საზაფხულო გამოფენებში მონაწილეობა დაიწყო და ძირითადად ძველი საბერძნეთის ყოველდღიური ცხოვრების ამსახველ ტილოებს ქმნიდა. ნამუშევრების დიდი ნაწილი ისეთი ავტორების შემოქმედებაზეა დაფუძნებული, როგორებიც არიან: ჰომეროსი, ოვიდიუსი,[13] უილიამ შექსპირი, ალფრედ ტენისონი და ჯონ კიტსი.
უოტერჰაუსის ნამუშევრების უმრავლესობა ბრიტანეთის მთავარ სამხატვრო გალერეებშია გამოფენილი. 2009 წელს ხელოვნების სამეფო აკადემიაში მისი რეტროსპექტივა მოეწყო.