ჯონ მილტონი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჯონ მილტონი (ინგლ. John Milton; დ. 19 დეკემბერი [ძვ. სტ. 9 დეკემბერი], 1608 — გ. 18 ნოემბერი [ძვ. სტ. 8 ნოემბერი], 1674) — ინგლისელი პოეტი, მწერალი, პოლემიკოსი და გაერთიანებული სამეფოს სამოქალაქო მოღვაწე. მისი ნამუშევრებიდან ყველაზე ცნობილია ეპიკური პოემა დაკარგული სამოთხე. ასევე აღსანიშნავია მილტონის ტრაქტატი ბეჭდვითი სიტყვის თავისუფლების შესახებ – არეოპაგიტიკა.
ჯონ მილტონი | |
---|---|
ინგლ. John Milton | |
დაბადების თარიღი | 9 დეკემბერი, 1608(1608-12-09)[1] [2] [3] |
დაბადების ადგილი | ჩიპსაიდი, ლონდონის სიტი, ინგლისის სამეფო[4] |
გარდაცვალების თარიღი | 8 ნოემბერი, 1674(1674-11-08)[1] [2] [3] (65 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | St Luke's, Middlesex, ინგლისის სამეფო |
დასაფლავებულია | St Giles-without-Cripplegate |
საქმიანობა | პოეტი[3] |
ენა | ინგლისური ენა |
მოქალაქეობა | ინგლისის სამეფო |
ალმა-მატერი | ქრისტეს კოლეჯი, სენტ-პოლის სკოლა და იესოს კოლეჯი |
Magnum opus | დაკარგული სამოთხე და Areopagitica |
მეუღლე | მერი პაუელი[5] , Elizabeth Minshull[5] და Katherine Woodcock[5] |
შვილ(ებ)ი | Anne Milton[5] , Deborah Milton[5] , Mary Milton[5] , John Milton[5] და Katherine Milton[5] |
ნათესავ(ებ)ი | Edward Phillips |
ხელმოწერა | |
მიჩნეული იყო წერილების მამად, პოლემიკოს მწერლად და ოლივერ კრომველის ოფიციალურად მსახურად. მილტონი ასევე ითვლება კალვინისტად. იგი ერთდროულად წერდა რელიგიისა და პოლიტიკის შესახებ. ინგლისურ ენასთან ერთად, წერდა ლათინურ და იტალიურ ენებზე, რისი მეშვეობითაც ჰქონდა დიდი საერთაშორისო რეპუტაცია მთელი ცხოვრების განმავლობაში.
სიკვდილის შემდეგ მილტონის პირადი შემოქმედება ხანგრძლივი განხილვის საგნად იქცა, რომელიც საუკუნეები გაგრძელდა. ადრეულ საფეხურებზე იგი გახდა სალაპარაკო თემა პარტიზანელი ბიოგრაფებისათვის, როგორებიცაა ჯონ ტოლანდი ნონკონფორმიზმიდან. სამუელ ჯექსონი წერს მას შემდეგაც: „ღვარძლიანი და პირქუში რესპუბლიკელი“, მაგრამ უელიამ ჰეილის 1796 წლის ბიოგრაფია მოიხსენიებს მას „უდიდეს ინგლისელ ავტორად“[6].