From Wikipedia, the free encyclopedia
ჯონ ზორნი (ინგლ. John Zorn; დ. 2 სექტემბერი, 1953, ნიუ-იორკი) — ამერიკელი კომპოზიტორი, საქსოფონისტი, მულტი-ინსტრუმენტალისტი და მუსიკალური პროდიუსერი, ხმის ჩამწერი სტუდია Tzadik-ის დამფუძნებელი. არის თანამედროვე მუსიკალური ავანგარდის ერთ-ერთი ლიდერი.[1] შექმნილი აქვს რამდენიმე ჯგუფი, მათ შორის — Naked City და Masada.
ჯონ ზორნი | |
---|---|
ჯონ ზორნი 2014 წლის ნიუპორტის ჯაზ-ფესტივალზე | |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 2 სექტემბერი, 1953 |
დაბ. ადგილი | ნიუ-იორკი, აშშ |
წარმოშობა | აშშ |
ჟანრ(ებ)ი | |
საქმიანობა |
|
ინსტრუმენტ(ებ)ი |
|
აქტიური | 1973-დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | Tzadik, Avant, DIW, Elektra Nonesuch, Earache, Hathut, Shimmy-Disc, Eva, Toy's Factory, Nato, Lumina, Black Saint, Subharmonic, Parachute, Yukon, Rift |
საიტი | tzadik.com |
ჯონ ზორნი ვიკისაწყობში |
დაიბადა ნიუ-იროკში, ჰენრი და ვერა ზორნების ოჯახში. გაიზარდა კუინზში. მუსიკას ადრეულ ასაკში ეუფლებოდა.[2] 1972-1973 წლებში სწავლობდა ვებსტერის კოლეჯში.
კარიერა დაიწყო 1970-იანი წლების პირველ ნახევარში. მასზე დიდი გავლენა მოახდინა ენტონი ბრექსტონის შემოქმედებამ. პოპულარობა მოუტანა 1984 წელს გამოცემულმა ალბომმა The Big Gundown, სადაც შევიდა იტალიელი კომპოზიტორის, ენიო მორიკონეს კომპოზიციების ქავერ-ვერსიები.[3] კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწია ალბომებით Spillane (1987) და Naked City (1990).[4][5][6] 1990-იან წლებში დაფუძნდა ნიუ-იორკში, სადაც ჩამოაყალიბა საკუთარი ხმის ჩამწერი სტუდია Tzadik.[7][8][9]
2006 წელს გახდა მაკართურის სტიპენდიის ლაურეატი.[10] 2011 წელს მიიღო გენტის უნივერსიტეტის თავისუფალი ხელოვნების მაგისტრის ხარისხი,[11] ხოლო 2014 წელს მიენიჭა ალბანის უნივერსიტეტისა და ახალი ინგლისის კონსერვატორიის საპატიო დოქტორის წოდება.[12][13][14]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.