From Wikipedia, the free encyclopedia
ჯონ მოზეს ბრაუნინგი (ინგლ. John Moses Browning; დ. 23 იანვარი, 1855[1] — გ. 26 ნოემბერი, 1926) — ცეცხლსასროლი იარაღების ამერიკელი დიზაინერი, რომელიც დაიბადა ოგდენში იუტაში. მან შექმნა და განავითარა როგორც სამხედრო ისე სამოქალაქო იარაღის უამრავი ვერსია, შექმნა ვაზნები ასევე იარაღის მექანიზმები, რომელთაც დღემდე იყენებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.[2] იგი მიჩნეულია მეოცე საუკუნის ყველაზე წარმატებულ ცეცხლსასროლი იარაღების დიზაინერად, ასევე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის და ნახევრად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის განმავითარებლად, რომლის სახელზეც 128 იარაღის პატენტია.[3] ჯონ პირველი იარაღი 13 წლის ასაკში, მამამისის იარაღის მაღაზიაში შექმნა, პირველი პატენტით კი 1879 წლის 7 ოქტომბერს 24 წლის ასაკში დასაჩუქრდა.[4]
სახელი | ჯონ მოზეს ბრაუნინგი |
დაბ. თარიღი | 23 იანვარი, 1855 |
დაბ. ადგილი | ოგდენი, იუტა, აშშ |
გარდ. თარიღი | 26 ნოემბერი, 1926 (71 წლის) |
გარდ. ადგილი | ლეჟი, ბელგია |
ოჯახი | ჯონათან ბრაუნინგი (მამა) რეიჩელ ჩაილდი (მეუღლე) ვალ ბრაუნინგი (ვაჟი) |
რელიგია | ქრისტიანობა |
ჯილდოები | ჯონ სკოტის მედალი (1905) ლეოპოლდის ორდენი (1914) |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.