![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/0/06/Josephestradapentagon.jpg/640px-Josephestradapentagon.jpg&w=640&q=50)
ჯოზეფ ესტრადა
From Wikipedia, the free encyclopedia
ჯოზეფ „ერაპ“ ეჯერსიტო ესტრადა (დ. 19 აპრილი 1937) — ფილიპინების მე-13 პრეზიდენტი, 1998—2001 წლებში.
ჯოზეფ ესტრადა | |
![]() | |
ფილიპინების პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
30 ივნისი, 1998 – 20 იანვარი, 2001 | |
ვიცე-პრეზიდენტი | გლორია მაკაპაგალ-აროიო |
წინამორბედი | ფიდელ რამოსი |
მემკვიდრე | გლორია მაკაპაგალ-აროიო |
დაბადებული | 19 აპრილი 1937 მანილა, ფილიპინები |
პოლიტიკური პარტია | ლიბერალური პარტია |
მეუღლე | ლუისა პიმენტელი |
პროფესია | მსახიობი |
რელიგია | კათოლიკე |
ესტრადამ პოპულარობა როგორც კინომსახიობმა მოიპოვა. 33 წლიანი სამსახიობო კარიერის მანძილზე მთავარი როლი აქვს ნათამაშები 100-ზე მეტ ფილმში. ხელოვნებაში მოპოვებული პოპულარობა მან პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა და 17 წლის მანძილზე ასრულებდა ქალაქ სან-ხუანის მერის მოვალეობას, ერთი ვადით არჩეულ იქნა სენატში, პრეზიდენტ ფიდელ რამოსის მმართველობის დროს კი ვიცე-პრეზიდენტი იყო.
1998 წელს ხმათა დიდი უპირატესობით ესტრადა ფილიპინების პრეზიდენტად აირჩიეს, თანამდებობის შესრულებას ამავე წლის 30 ივლისიდან შეუდგა. 2000 წელს მან მოროს ისლამურ განმათავისუფლებელ ფრონტს საყოველთაო ომი გამოუცხადა, აიღო მისი შტაბ-ბინა და ოფისები.[1][2] თუმცა, კორუფციაში ბრალდების საფუძველზე სენატმა იმპიჩმენტი მოუწყო და 2001 წელს თანამდებობიდან გადააყენა. მისი მმართველობით ასევე უკმაყოფილო იყო ბიზნესი, სამხედროები და ეკლესიის ელიტა.[3]
2007 წელს სასამართლომ სახელმწიფო თანხების მიტაცების გამო ესტრადა დამნაშავედ სცნო, მაგრამ მოგვიანებით, იგი პრეზიდენტმა გლორია მაკაპაგალ-აროიომ შეიწყალა. 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ესტრადამ კვლავ იყარა კენჭი, მაგრამ სენატორ ბენინიო აკინოსთან დამარცხდა.