![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/2/2d/Kerouac_by_Palumbo.jpg/640px-Kerouac_by_Palumbo.jpg&w=640&q=50)
ჯეკ კერუაკი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჯეკ კერუაკი (ინგლ. Jack Kerouac), ნამდვილი სახელი ჟან-ლუი ლებრის დე კერუაკი (ინგლ. Jean-Louis Lebris de Kérouac; დ. 12 მარტი, 1922, ლოუელი, მასაჩუსეტსი — გ. 21 ოქტომბერი, 1969, სენტ-პიტერსბერგი, ფლორიდა) — ამერიკელი მწერალი, პოეტი, მსახიობი. ბიტნიკთა თაობის წარმომადგენელი.
ჯეკ კერუაკი | |
---|---|
ინგლ. Jack Kerouac | |
![]() | |
დაბადების თარიღი | 12 მარტი, 1922(1922-03-12)[1] [2] |
დაბადების ადგილი | ლოუელი |
გარდაცვალების თარიღი | 21 ოქტომბერი, 1969(1969-10-21)[1] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [2] [13] (47 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | სანქტ-პეტერსბურგი |
დასაფლავებულია | Edson Cemetery |
საქმიანობა | მწერალი[2] , პოეტი, რომანისტი, სცენარისტი და პროზაიკოსი[14] |
ენა | ფრანგული ენა და ინგლისური ენა |
მოქალაქეობა | აშშ |
ალმა-მატერი | კოლუმბიის უნივერსიტეტი და Lowell High School |
Magnum opus | გზაზე, დჰარმის მაწანწალა, დიდი სური, Desolation Angels და The Subterraneans |
მეუღლე | ჯოან კერუაკი, ედი პარკერი და სტელა სამპასი |
გავლენა მოახდინეს | |
ხელმოწერა |
![]() |
საიტი | jackkerouac.com |
კერუაკმა სიცოცხლეშივე მოიპოვა პოპულარობა, მაგრამ მის მიმართ ბევრი კრიტიკაც ისმოდა. დღეისთვის იგი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ამერიკელ ავტორად არის მიჩნეული. კერუაკის სპონტანურმა და გულახდილმა სტილმა გავლენა მოახდინა შემდგომში ისეთ ცნობილ მწერლებზე, როგორებიცაა ტომ რობინსი, ლესტერ ბენგსი, რიჩარდ ბრაუტიგანი, ჰანტერ ს. ტომპსონი, კენ კიზი, ტომ უეილსი და ბობ დილანი. მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებებია გზაზე, ზეციური მათხოვრები (The Dharma Bums), ბიგ სური და კოდის ხილვები.
კერუაკის შემოქმედება საზოგადოებრივი პირობითობების დამსხვრევისა და სიცოცხლის აზრის პოვნის სურვილს ასახავს. ძიების პროცესში იგი უარს არ ამბობს მოხეტიალე ცხოვრებასა და ნარკოტიკებზე. მისი წიგნები ხშირად შეფასებულია, როგორც 1960-იანი წლების კონტრკულტურის კატალიზატორი.