From Wikipedia, the free encyclopedia
ჯეიმზ საუერბი (ინგლ. James Sowerby; დ. 21 მარტი, 1757, ლამბეთი — გ. 25 ოქტომბერი, 1822, იქვე) — ინგლისელი ბოტანიკოსი, მიკოლოგი, მიკოლოგი და ილუსტრატორი.
ჯეიმზ საუერბი | |
---|---|
ინგლ. James Sowerby | |
დაბ. თარიღი | 21 მარტი, 1757[1] [2] [3] |
დაბ. ადგილი | ლამბეთი |
გარდ. თარიღი | 25 ოქტომბერი, 1822[1] [2] [4] [3] (65 წლის) |
გარდ. ადგილი | ლამბეთი |
მოქალაქეობა |
დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო დიდი ბრიტანეთის სამეფო |
საქმიანობა | ბიოლოგი, ბოტანიკის ილუსტრატორი, ზოოლოგი, ბოტანიკოსი, ბუნებისმეტყველი, მხატვარი და malacologist |
ალმა-მატერი | ხელოვნების სამეფო აკადემია (ლონდონი) |
შვილ(ებ)ი | ჯორჯ ბრეტინგემ საუერბი, ჯეიმზ დე კარლ საუერბი და Charles Edward Sowerby |
მისი სტანდარტული საავტორო ბოტანიკური შემოკლებაა Sowerby.[5]
დაიბადა 1757 წლის 21 მარტს ლამბეთში (ლონდონი რაიონი), ჯონ საუერბისა და არაბელა გუდრიდის ოჯახში.
1777 წელს ჩააბარა სამეფო სამხატვრო აკადემიაში. შემდგომში ბოტანიკით დაინტერესდა. 1786-1787 წლებში შექმნა ილუსტრაციები ფრანგი ბოტანიკოსის ლერიტიე დე ბრიუტელის წიგნებისთვის. 1787 წელს გახდა უილიამ კერტისის ჟურნალ „Botanical Magazine“-ის სტატიების ილუსტრატორი. საუერბიმ ჯეიმზ ედვარდ სმითთან ერთად შექმნა 36 ტომიანი ნაშრომი „English Botany“, რომლის პირველი ტომი გამოიცა 1790 წელს. 1793 წელს ლონდონის ლინეს საზოგადოების წევრად აირჩიეს.
ბოტანიკის გარდა, საუერბი დაინტერესებული იყო კონხიოლოგიითა და მინერალოგიით. 1807 წელს არჩეული იქნა გეოლოგიის საზოგადოების წევრად.[6]
დდაქორწინებული იყო ენ ბრეტინგემზე, ვისთანაც ცხრა შვილი შეეძინა. მათგან ორი (ჯორჯ ბრეტინგემი და ჯეიმზ დე კარლი) გახდა ბოტანიკისა და ზოოლოგიის ილუსტრატორი. 1815 წელს გარდაეცვალა მეუღლე. ხუთი წლის შემდეგ იქორწინა მერი კათრინ რეინოლდსზე.
ჯეიმზ საუერბი გარდაიცვალა 1822 წლის 25 ოქტომბერს, 65 წლის ასაკში, ლამბეთში.[6]
საუერბის ჰერბარიუმი, გამოუცემელი ხელნაწერები და ილუსტრაციები ინგლისის სხვადასხვა მუზეუმებში ინახება.[7]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.