ჯალალედინ რუმი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჯალალ ად-დინ მუჰამმად რუმი (სპარს. جلالالدین محمد رومی), ან ჯალალ ად-დინ მუჰამმად ბალხი (جلالالدین محمد بلخى), იგივე მევლანა/მავლანა (مولانا, „ჩვენი ბატონი“), მავლავი/მევლევი (مولوی, „ჩემი ბატონი“), ან უბრალოდ რუმი; დ. 30 სექტემბერი, 1207 — გ. 17 დეკემბერი, 1273) — XIII საუკუნის სპარსი[12][13] პოეტი, იურისტი, მუსლიმი სწავლული, თეოლოგი, სუფი მისტიკოსი[14]. რუმის გავლენა ეთნიკურ და ეროვნულ ბარიერებს სცილდება: ირანელები, თურქები, ტაჯიკები, ბერძნები, პუშტუნები, ცენტრალური აზიისა და სამხრეთ აზიის მუსლიმები მის სულიერ მემკვიდრეობას უკვე ბოლო 7 საუკუნეა აღიარებენ.[15] მისი ლექსები მსოფლიოს მრავალ ენაზე ითარგმნა. ჯალალედინ რუმი აღიარებულია, როგორც „ყველაზე პოპულარული და გაყიდვადი პოეტი“ აშშ-ში[16][17][18]. 2010 წელს აშშ-ში კოლმან ბარქსის მიერ თარგმნილი ჯალალ ედ-დინ რუმის ყაზალები და რობაიები 500 ათასი ტირაჟით გაიყიდა და რუმი აღიარეს აშშ-ს XXI საუკუნის პირველი ათწლედის ყველაზე პოპულარულ პოეტად.
ჯალალედინ რუმი | |
---|---|
სპარს. جلالالدین مُحمَّد بلخی | |
დაბადების თარიღი | 30 სექტემბერი, 1207(1207-09-30)[1] [2] [3] [4] |
დაბადების ადგილი | Vakhsh, ხვარაზმი[5] [6] |
გარდაცვალების თარიღი | 17 დეკემბერი, 1273(1273-12-17)[7] [1] [2] [3] [4] (66 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | კონია, რუმის სასულთნო[8] [9] |
დასაფლავებულია | მევლანას მუზეუმი და Yeşil Türbe |
ფსევდონიმი | خاموش |
საქმიანობა | პოეტი[10] , 'ālim, მწერალი[11] , ლიტერატორი, ფილოსოფოსი, მისტიკოსი და თეოლოგი |
ენა | სპარსული ენა |
Magnum opus | Seven Sessions, Fihi Ma Fihi, Masnavi, Diwan-e Shams-e Tabrizi და Maktubat |
მეუღლე | Gawhar Khatun |
შვილ(ებ)ი | Sultan Walad |
გავლენა მოახდინეს | |
რუმის ნაწარმოებების უმეტესობა სპარსულ ენაზეა დაწერილი, თუმცა ზოგჯერ პოეტი არაბულად, თურქულად და ბერძნულადაც წერდა. მთელი ის 140 ან 150 ათასი სტრიქონი (დღემდე სადავოა), რაც კაცობრიობას დაუტოვა პოეტური მემკვიდრეობის სახით, დაწერილია (ან შეთხზულია და მერე ჩაწერილია) სპარსულ ენაზე. დაახლოებით ათასი ბეითია შემორჩენილი არაბულად და ორმოცდაათამდე ბეითი — თურქულად და ბერძნულად, ეს უკანასკნელი კი არაბული დამწერლობითაა შესრულებული და ბერძნულ ტექსტში ბევრი სპარსულ ან არაბული სიტყვაა ჩართული.[19][20][21][22][23] რუმიზე საკუთარი მამის გარდა ყველაზე დიდი გავლენა სპარსელმა პოეტებმა, ათარმა და სანაიმ, მოახდინეს.[24][25][26] მისი მესნევი, რომელიც კონიაში შეიქმნა, სპარსულ ენაზე დაწერილ ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად ითვლება. დღესდღეობით ჯალალედინ რუმის ნაწარმოებები დიდი ირანის რეგიონსა და სპარსულენოვან სამყაროში ყველაზე მეტად წაკითხვადია.[27][28] მისი ნაშრომების თარგმანები განსაკუთრებით პოპულარულია აზერბაიჯანში, თურქეთში, ამერიკასა და სამხრეთ აზიაში.[29] რუმის პოეზიამ არა მხოლოდ სპარსულ ლიტერატურაზე, არამედ თურქულ, ოსმალურ, აზერბაიჯანულ, პუნჯაბის, ინდოეთის, ურდუს, პაშტოს, ჩაღატაურ და ბენგალური ენების ლიტერატურაზეც მოახდინა გავლენა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მევლევის დერვიშთა საძმო, რომელიც დღემდე არსებობს, მხოლოდ რუმის პოეზიის ნიმუშების თანხლებით მართავს მედიტაციებს და მისტიკურ რიტუალებს.