![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/2/21/Root_Down_Special_ZMF_2015_jm43939.jpg/640px-Root_Down_Special_ZMF_2015_jm43939.jpg&w=640&q=50)
ჯაზანოვა
From Wikipedia, the free encyclopedia
ჯაზანოვა (Jazzanova) — გერმანელ დიჯეი/პროდიუსერთა ჯგუფი ბერლინიდან. მისი წევრები არიან: ალექსანდრე ბარკი, კლაას ბრილერი, იურგენ ფონ კნობლაუხი, როსკოვ კრეჩმანი, სტეფან ლაისერინგი და აქსელ რაინემერი. ეს ჯგუფი ნუ-ჯაზისა და ჯაზ-ჰაუსის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური შემსრულებელია. ჯგუფი თანამშრომლობს ხმის ჩამწერ ლეიბლებთან Compost Records და Sonar Kollektiv.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/2/21/Root_Down_Special_ZMF_2015_jm43939.jpg/640px-Root_Down_Special_ZMF_2015_jm43939.jpg)
ჯგუფს ასევე აქვს პარალელური პროექტი Extended Spirit. კოლექტივის წევრებმა სახელი გაითქვეს ინოვაციური რემიქსებით ისეთი შემსრულებლებისთვის, როგორიცაა Marschmellows, იან პული, Incognito, 4Hero, ემ ჯეი კოული და Masters At Work.
ამჟამად ჯგუფთან ერთად მოგზაურობს პოლ რენდოლფი (მასთან ერთად ჩაიწერა ალბომი Funkhaus Studio Sessions).