ჯაბღუ
From Wikipedia, the free encyclopedia
ჯაბღუ, ასევე ჯიბღუ (გ. 630) — ასე იხსენიება ძვ. ქართულ საისტორიო წყაროებში თურქთა დასავლეთ სახაკანოს მმართველი, აშინას დინასტიის უფლისწული — მოხო. ჯაბღუ და მისი ძე — ბური შათი სარდლობდნენ 627-628 წლებში ბიზანტიის იმპერატორ ჰერაკლეს მოკავშირე თურქთა დასავლეთ სახაკანოს ლაშქარს. 627 წელს, საკმაოდ დიდი ჯარით გადალახა დარუბანდის კარი და მოვსეს კალანკატვაცის ცნობით ააოხრა აზერბაიჯანი.
„ალვანეთის ქვეყნის ყველა საზღვარი და არტპატაკანის (აზერბაიჯანის) ერთი ნაწილი მახვილის პირით გაანადგურა.“ | |
ჯაბღუ ან ჯიბღუ | |
---|---|
თურქთა დასავლეთ სახაკანოს მმართველი | |
მმართ. დასაწყისი: | 618 |
მმართ. დასასრული: | 630 |
წინამორბედი: | შეგუი-ხანი |
მემკვიდრე: | ქულუგ-სიბირი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | ? |
გარდ. თარიღი: | 630 |
ჯაბღუმ აიღო დედაქალაქი პარტავი (ბარდავი) და მისი მოსახლეობა გაჟლიტა. სპარსეთის შაჰის დანიშნული მმართველი, მარზპანი გაიშაქი უძლური აღმოჩნდა და თავისი ოჯახით სპარსეთში გაიქცა. ამის შემდეგ ჯაბღუ ნადავლით დატვირთული თბილისისაკენ გაეშურა.[1] 627 წელს, თბილისის ორთვიანი უშედეგო ალყის შემდეგ ჯაბღუ სახაკანოში დაბრუნდა, მაგრამ ჰერაკლეს 40 000-იანი ჯარი თავისი შვილის მეთაურობით დაუტოვა, რათა ირანის წინააღმდეგ ებრძოლათ. ჯაბღუ-ხაკანი მოკლული იქნა შინაომის დროს. „ჯაბღუ“ ბურის ტიტულიც იყო. იგი ნიშნავდა „მეფის ნაცვალს“, „მოადგილეს“, „სახაკანოში ღირსებით მეორეს“.