ხოსე ლუის ჩილავერტი
From Wikipedia, the free encyclopedia
ხოსე ლუის ფელიქს ჩილავერტ გონსალესი (ესპ. José Luis Félix Chilavert González; დ. 27 ივლისი, 1965) — პარაგვაელი ფეხბურთელი, მეკარე. სამჯერ იყო IFFHS-ის მსოფლიოს საუკეთესო მეკარის ჯილდოს მფლობელი.
![]() | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ხოსე ლუის ფელიქს ჩილავერტ გონსალესი | ||
დაბადების თარიღი | 27 ივლისი, 1965 (1965-07-27) (58 წლის) | ||
დაბადების ადგილი | ლუკე, პარაგვაი | ||
სიმაღლე | 189 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მეკარე | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1980–1982 | სპორტივო ლუკენიო | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1982–1984 | სპორტივო ლუკენიო | 67 | (4) |
1984–1985 | გუარანი | 19 | (1) |
1985–1988 | სან-ლორენსო | 122 | (0) |
1988–1991 | რეალ სარაგოსა | 79 | (1) |
1991–2001 | ველეს სარსფილდი | 236 | (36) |
2001–2003 | სტრასბური | 50 | (0) |
2003 | პენიაროლი | 15 | (4) |
2003–2004 | ველეს სარსფილდი | 6 | (0) |
ეროვნული ნაკრები | |||
1989–2003 | პარაგვაი | 74 | (8) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ჩილავერტი ცნობილი იყო, როგორც თავისუფალი სტანდარტების კარგი შემსრულებელი და ხშირად ურტყამდა პენალტებს. მან გაიტანა 62 გოლი თავის პროფესიონალურ კარიერაში, მათ შორის ბევრი იყო გადამწყვეტი. მან რვაჯერ გაიტანა ნაკრების მაისურით. 4 გოლი ნაკრების შემადგენლობაში გაიტანა 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე. ის იყო პირველი პროფესიონალი მეკარე, რომელსაც ყველაზე მეტი გოლი ჰქონდა გატანილი, ვიდრე არ აჯობა ბრაზილიელმა მეკარემ როჯერიო სენიმ.
ჩილავერტი ასევე ცნობილი იყო თავისი ექსცენტრიული ხასიათით და გამოირჩეოდა სიფიცხით, რის გამოც ბევრჯერ მოსვლია მას დაპირისპირება. ყველაზე ცნობილი დაპირისპირება იყო 1997 წელს, როდესაც გააძევეს კოლუბმიელ თავდამსხმელ ფაუსტინო ასპრილიასთან ჩხუბის გამო.
1999 წელს Placar-ის ვერსიით XX საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის 96-ე ადგილზე დასახელდა.[1]