ჟოზეპ „პეპ“ გვარდიოლა ი სალა (კატ. Josep Guardiola i Sala [ʒuˈzɛp gwaɾdiˈɔłə]; დ. 18 იანვარი, 1971) — ესპანელი მწვრთნელი და ყოფილი ფეხბურთელი. თამაშობდა ჩამშლელ ნახევარმცველად. კარიერის უდიდესი ნაწილი „ბარსელონაში“ აქვს გატარებული. გვარდიოლა შედიოდა იოჰან კრუიფის „ოცნების გუნდში“, რომელმაც „ბარსელონას“ თავისი პირველი ჩემპიონთა ლიგის ტიტული მოაპოვებინა. ასევე, გვარდიოლა თამაშობდა „ბრეშაში“, „რომაში“, „ალ-აჰლისა“ და დორადოს „დე სინალოაში“. ამჟამად ინგლისური „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელია. საყოველთაოდ აღიარებულია ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ფეხბურთის მწვრთნელად.[2] არის რეკორდსმენი ლა ლიგაში, ბუნდესლიგასა და პრემიერ ლიგაში ზედიზედ მოგებული თამაშების რაოდენობის მხრივ.[კომ. 1][3]
გვარდიოლა „მანჩესტერ სიტიში“, 2017 წელს | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ჟოზეპ გვარდიოლა ი სალა [1] | ||
დაბადების თარიღი | 18 იანვარი, 1971 | ||
დაბადების ადგილი | სანპედორი, კატალონია, ესპანეთი | ||
სიმაღლე | 180 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი |
მანჩესტერ სიტი (მთავარი მწვრთნელი) | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1983–1990 | ბარსელონა | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1990–1992 | ბარსელონა B | 59 | (5) |
1990–2001 | ბარსელონა | 263 | (6) |
2001–2002 | ბრეშა | 11 | (2) |
2002–2003 | რომა | 4 | (0) |
2003 | ბრეშა | 13 | (1) |
2003–2005 | ალ-აჰლი | 18 | (2) |
2005–2006 | დორადოსი | 10 | (1) |
სულ | 178 | (17) | |
ეროვნული ნაკრები | |||
1991 | ესპანეთი 21 წლ. | 2 | (0) |
1991–1992 | ესპანეთი 23 წლ. | 12 | (2) |
1992–2001 | ესპანეთი | 47 | (5) |
1995–2005 | კატალონია | 7 | (0) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
2007–2008 | ბარსელონა B | ||
2008–2012 | ბარსელონა | ||
2013–2016 | ბაიერნი მიუნხენი | ||
2016– | მანჩესტერ სიტი | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
მან 47 მატჩი ჩაატარა ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში. მონაწილეობდა 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატსა და 2000 წლის ევროპის ჩემპიონატზე.
საფეხბურთო კარიერის დამთავრების შემდეგ, გვარდიოლა მცირე ხნით წვრთნიდა ბარსელონა B-ს, რომელთანაც მან მოიგო Tercera División-ის ტიტული.
„ბარსელონას“ პირველ გუნდს სათავეში 2008 წელს ჩაუდგა და პირველივე სეზონში კლუბს ლა ლიგა, კოპა დელ რეი და უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა. იგი გახდა ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო. 2011 წელს, მას შემდეგ, რაც კლუბს ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა კიდევ ერთხელ მოაგებინა, გვარდიოლა კატალონიის პარლამენტის ოქროს მედლით დაჯილდოვდა.[4] იმავე წელს იგი ფიფას მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელადაც დასახელდა. მან „ბარსელონაში“ ოთხწლიანი სამწვრთნელო მოღვაწეობა 2012 წელს დაასრულა 14 მოგებული ტიტულით, რაც საკლუბო რეკორდია.
მიღწევები
საკლუბო
- ესპანეთის ლა ლიგა (6): 1990–91, 1991–92, 1992–93, 1993–94, 1997–98, 1998–99
- ესპანეთის თასი (2): 1996–97, 1997–98
- ესპანეთის სუპერთასი (4): 1991, 1992, 1994, 1996
- უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა (1): 1991–92
- უეფა-ს სუპერთასი (1): 1992
- უეფა-ს თასების მფლობელთა თასი (1): 1996–97
სამწვრთნელო
- ესპანეთის ლა ლიგა (3): 2008–09, 2009–10, 2010–11
- ესპანეთის თასი (2): 2008–09, 2011–12
- ესპანეთის სუპერთასი (3): 2009, 2010, 2011
- უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა (2): 2008–09, 2010–11
- უეფა-ს სუპერთასი (2): 2009, 2011
- ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი (2): 2009, 2011
- გერმანიის ბუნდესლიგა (3): 2013–14, 2014–15, 2015–16
- გერმანიის თასი (2): 2013–14, 2015–16
- უეფა-ს სუპერთასი (1): 2013
- ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი (1): 2013
- პრემიერ ლიგა (6): 2017–18, 2018–19, 2020–21, 2021–22, 2022–23, 2023–24
- ინგლისის ლიგის თასი (4): 2017–18, 2018–19, 2019–20, 2020–21
- ინგლისის ასოციაციის თასი (2): 2019, 2023
- ინგლისის სუპერთასი (3): 2018, 2019, 2024
- უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა (1): 2022–23,[5] ფინალისტი: 2020–21[6]
- უეფა-ს სუპერთასი (1): 2023
- ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი (1): 2023[7]
ინდივიდუალური
- დონ ბალონის პრიზი: 2009, 2010
- მიგელ მუნიოსის პრიზი: 2009, 2010
- Onze d'Or ევროპის საუკეთესო მწვრთნელისთვის: 2009, 2011, 2012
- World Soccer-ის წლის საუკეთესო მწვრთნელი: 2009, 2011
- World Soccer-ის ყველა დროის მე-5 საუკეთესო მწვრთნელი: 2013[8]
- France Football-ის ყველა დროის მე-5 საუკეთესო მწვრთნელი: 2019[9]
- ESPN-ის ყველა დროის მე-18 საუკეთესო მწვრთნელი: 2013[10]
- IFFHS-ის მსოფლიოს საუკეთესო საკლუბო მწვრთნელი: 2009, 2011
- ევროპის წლის საუკეთესო მწვრთნელი — ალფ რამზის ჯილდო: 2011
- ევროპის სეზონის საუკეთესო მწვრთნელი: 2008–09
- უეფას წლის გუნდის საუკეთესო მწვრთნელი: 2008–09, 2010–11
- ლა ლიგის წლის საუკეთესო მწვრთნელი: 2009, 2010, 2011, 2012
- ფიფას მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი: 2011
- Globe Soccer-ის სამწვრთნელო კარიერის ჯილდო: 2013
- Globe Soccer-ის საუკუნის მწვრთნელი: 2020[11]
- პრემიერლიგის თვის საუკეთესო მწვრთნელი: 2017 წლის თებერვალი, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი, 2019 წლის თებერვალი, აპრილი, 2021 წლის იანვარი, თებერვალი, 2021 წლის ნოემბერი, დეკემბერი
- პრემიერლიგის სეზონის მწვრთნელი: 2017–18, 2018–19, 2020–21[12]
- * LMA-ის წლის საუკეთესო მწვრთნელი: 2017–18,[13] 2020–21[14]
- ლიგის მენეჯერთა ასოციაციის (LMA) დიდების დარბაზი[15]
ბიბლიოგრაფია
- Collell, Jaume (2009). Pep Guardiola: de Santpedor al banquillo del Barça. Península. ISBN 978-84-8307-890-7.
- Riera, Josep (2009). Escoltant Guardiola: el pensament futbolistic i vital de l'entrenador del Barça en 150 frases. Cossetania. ISBN 978-84-9791-552-6.
- Guardiola, Pep (2009). Paraula de Pep. Ara Llibres. ISBN 978-8492552801.
რესურსები ინტერნეტში
თემატური საიტები |
---|
BDFA · BDFutbol (P) · BDFutbol (M) · CUP2002.RU · eu-football.info (P) · FBref.com · fifa.com · FootballDatabase.eu · L’Équipe · National Football Teams.com · Olympedia · Soccerbase (M) · playmarkerstats.com (P) · playmarkerstats.com (M) · Transfermarkt (P) · Transfermarkt (M) · worldfootball.net (P) |
კომენტარები
- „ბარსელონა“ (16 თამაში, 2010–11), მიუნხენის „ბაიერნი“ (19 თამაში, 2013–14) და „მანჩესტერ სიტი“ (18 თამაში, 2017–18).
სქოლიო
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.