From Wikipedia, the free encyclopedia
ჩბეულებრივი დუმასოკო (ლათ. Suillus granulatus) — სოკოს სახეობა დუმასოკოსებრთა ოჯახისა, რომლის გავრცელების არეალი მოიცავს ყველა კონტინენტს, გარდა ანტარქტიდისა.
Маслёнок зернистый | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Suillus granulatus (L.) Roussel 1796 | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 122090798 | |||||||||||||||
|
კარგი ხარისხის საჭმელი სოკოა. გამოიყენება ახალი, გამხმარი, დამწნილებული და დამარილებული. იზრდება ფიჭვნარში, ერთეულებად ან ჯგუფებად, ქვიშიან ნიადაგზე, ხშირად მდელოებზე, გზის პირას, გაჩეხილ ადგილებზე.
სოკო პირველად აღწერა შვედმა ბუნებისმეტყველმა კარლ ლინემ 1753 წელს როგორც Boletus granulatus.[1] მიმდინარე ბინომიალური სახელწოდება მიანიჭა ფრანგმა მიკოლოგმა ანრი ფრანსუა ან დე რუსელმა 1796 წელს.[2]
სამეცნიერო სინონიმები:
ქუდის დიამეტრი — 2-20 სმ, თავიდან ნახევრად ბურთისებრია, შემდგომში — გაშლილი,[3] გლუვი, ლორწოვანი, შიშველი, მშრალ ამინდში — ბრწყინავი. მოყვითალო-ყავისფერი, მოწითურო—ყავისფერი, ყვითელ-ჟანგმიწისფერი, წითელ-მურა, ჟანგისფერ-მოწითალომდე. კანი ადვილად სცილდება ქუდს.
რბილობი — ხორციანი, ელასტიური, თავიდან მოთეთრო, მოგვიანებით მოყვითალო, გაჭრისას ფერს არ იცვლის, მომჟავო გემოთი და ხილის მსგავის სუნით.
ჰიმენოფორი — შეზრდილი, მილების სიგრძე 0,3-1 სმ, ფორები მკრთალი-ყვითელი ან ღია-ყვითელი, მოგვიანებით ჟანგმიწისფერი, მურა-ყვითელი ან მომწვანო, წვრილი, მომრგვალო, სიმწიფეში უფრო დიდი ზომის — 1 მმ დიამეტრში და არათანაბარი, წაკვეთილი ფორმის.
ფეხის სიგრძე — 4-8 სმ, სისქე — 0,8-2 სმ, მთლიანი, საყელოს გარეშე. გლუვი, მოყვითალო-მოთეთრო, სიმწიფეში ძირში მომურო ფერისაა. ფეხის ზედა ნაწილში და მილაკების ფორებზე ნორჩ სოკოებს გამოეყოფა მოთეთრო სითხის პატარა წვეთები, რომლებიც შემდგომში შრება და წარმოქმნიან მურა ლაქებს. ფეხის ზედაპირზე ვლინდება მეტნაკლებად გამოხატული მარცვლოვანი კვანძები, რომელიც მანის ბურღულს წააგავს.
სპორების ფხვნილი — ყვითელი ფერის, სპორები — 8-10×2,5-4 მკმ, ელიფსისებრ-თითისტარისებრი, ღია-ყვითელი ფერის, გლუვი.
მიკორიზას უმთავრესად ჩვეულებრივ ფიჭვთან ქმნის, იშვიათად სხვა ფიჭვებთან. ფართოდ გავრცელებული სახეობაა — იზრდება ყველა კონტინენტზე, გარდა ატარქტიდისა. გავრცელელებულია სხვადასხვა კუნძულებზეც.[4] საქართველოში ყველგან გვხვდება.[5]
აგრეთვე იზრდება წიწვოვან ტყეებში სადაც ფიჭვი ხარობს, ხშირად ახალგაზრდა ტყეებში ან სანერგეებში, ქვიშიან ნიადაგებზე, ხშირად იზრდება მდელოებზე, გზის პირას, გაჩეხილ ადგილებზე, ერთეულებად ან დიდ ჯგუფებად.
კარგი ხარისხის საჭმელი სოკოა. გამოიყენება ახალი, მოხარშული, გამხმარი, დამწნილებული და დამარილებული, აგრეთვე კერძების, საწებელების, შემწვარი საჭმელის მოსამზადებლად. მომზადებამდე ლორწოვანი გარსი უნდა მოშორდეს ქუდიდან.[8]
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დუმა სოკო, შესაძლოა, ზოგიერთი ადამიანისთვის რთულად მოსანელებელი აღმოჩნდეს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.