![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/f/ff/Estcube_orbiidil.jpg/640px-Estcube_orbiidil.jpg&w=640&q=50)
ხელოვნური თანამგზავრი
From Wikipedia, the free encyclopedia
ხელოვნური თანამგზავრი — უპილოტო კოსმოსური აპარატი, რომელიც მოძრაობს დედამიწის ირგვლივ ორბიტაზე. დედამიწის ირგვლივ ორბიტაზე მოძრაობისათვის აპარატმა უნდა განავითაროს პირველი კოსმოსური სიჩქარე ან მასზე მეტი (მაგრამ არაუმეტეს 1,4-ჯერ მეტი). როგორც წესი, თანამგზავრებს კოსმოსში უშვებენ მრავალსაფეხურიანი რაკეტა-მატარებლით დედამიწის ზედაპირიდან არანაკლებ 150 კილომეტრის სიმაღლიდან რათა თავიდან აიცილონ თანამგზავრის ატმოსფეროში ნაადრევად შესვლა და მისი ფუნქციონირების შეწყვეტა.
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/f/ff/Estcube_orbiidil.jpg/640px-Estcube_orbiidil.jpg)
პირველი თანამგზავრი („სპუტნიკ–1“) გაშვებულ იქნა 1957 წლის 4 ოქტომბერს[1] საბჭოთა კავშირში არსებული კოსმოდრომ ტიურა–ტამიდან (მას მოგვიანებით ეწოდა „ბაიკონური“). მას შემდეგ სხვადასხვა სახელმწიფოს მიერ გაშვებულ იქნა რამდენიმე ათასი სხვადასხვა დანიშნულების თანამგზავრი.
თანამგზავრები არსებობს მრავალი დანიშნულების როგორიცა: სანავიგაციო, სადაზვერვო, კავშირგაბმულობის, მეტეოროლოგიური, ორბიტალური სადგური და სხვა.
თანამგზავრები განსხვავდებიან აგრეთვე მათი ორბიტის მიხედვით. ორბიტა შეიძლება იყოს:
- დედამიწასთან ახლო მდებარე (200—2000 კმ),
- საშუალო ორბიტა (2000-35286 კმ),
- გეოსტაციონარული (35786 კმ) და სხვა.
საქართველოს პირველ თანამგზავრად შეიძლება ჩაითვალოს 1999 წელს კოსმოსურ სადგურ „მირზე“ გაშლილი „რეფლექტორი“.