მდინარე საქართველოში, გურიისა და იმერეთის მხარეში From Wikipedia, the free encyclopedia
ხევისწყალი — მდინარე დასავლეთ საქართველოში, ჩოხატაურისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში. სათავე აქვს გურიის ქედის სამხრეთ კალთაზე, 850 მ სიმაღლეზე, მწვერვალ საყინულის (1204 მ) მახლობლად. ერთვის რიონს მარცხნიდან სოფელ ვაზისუბანთან. სიგრძე 32 კმ. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 4 მ³/წმ. ვახუშტი ბატონიშვილი ხევისწყალს საჯავახოსწყლად მოიხსენიებს.[1] XIX საუკუნიდან ხევისწყალი წარმოადგენდა საზღვარს გურიასა და იმერეთის საჯავახოს შორის. იმ პერიოდის დოკუმენტში ხევისწყალი მოხსენიებულა, როგორც ქვენათი და ქვაფათა.[2]
ხევისწყალი | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | გურიის მხარე, იმერეთის მხარე |
სათავე |
გურიის ქედი 42°00′08″ ჩ. გ. 42°24′19″ ა. გ. |
სათავის მდებარეობა | მწვერვალი საყინულე |
სათავის სიმაღლე | 850 მ |
შესართავი |
მდინარე რიონი 42°06′40″ ჩ. გ. 42°14′50″ ა. გ. |
სიგრძე | 32 კმ |
წყლის ხარჯი (საშ.) | 4 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.