ხაშამის ბრძოლა
From Wikipedia, the free encyclopedia
ხაშამის ბრძოლა — 2018 წლის 7 თებერვალს, აშშ-ის ეგიდით შექმნილმა კოალიციამ, რომელიც შეიქმნა 2014 წელს ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს (ISIL) წინააღმდეგ, განახორციელა მასიური საჰაერო და საარტილერიო დარტყმები სირიის სამთავრობო ძალების მიმართულებით, ქალაქ ხაშამთან, ალ ტაბიეს მახლობლად, ორივე დაირ ელ-ზავრის გუბერნიაში. შეერთებულმა შტატებმა თავდასხმა ახსნა იმით, რომ სამთავრობო ძალებმა „წამოიწყეს არაპროვოცირებული თავდასხმა სირიის დემოკრატიული ძალების შტაბბინის წინააღმდეგ“, როდესაც კოალიციის ძალები „სირიის დემოკრატიული ძალების სამხედროებთან ერთად იყვნენ განლაგებული მდინარე ევფრატის სამშვიდობო ხაზის აღმოსავლეთით“.[13][14][15] რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 2018 წლის 8 თებერვალს გამოაქვეყნა განცხადება სოფელ სალიჰიაჰაში მომხდარ ინციდენტზე სადაც ნათქვამია, რომ ეს გამოწვეული იყო სირიის დემოკრატიული ძალების სადაზვერვო მოქმედებებით, და არ იყო ინიცირებული რუსული ოპერაციების სარდლობის მიერ; განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსი სამხედროები არ იყვნენ „განთავსებულნი სირიის დაირ ელ-ზავრის პროვინციაში“.[16][17]
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „ხაშამის ბრძოლა“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. ხაშამის ბრძოლა ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
ხაშამის ბრძოლა | |||
---|---|---|---|
სირიის სამოქალაქო ომის ნაწილი | |||
მართკუთხედი გვიჩვნეებს შეტაკებეების არეალს ტერიტორიული კონტროლი 2018 წლის თებერვალში: სირიის არაბული რესპუბლიკა სირიის დემოკრატიული ძალები | |||
თარიღი | 2018 წლის 7–8 თებერვალი | ||
მდებარეობა |
ხაშამი, დაირ-ელ-ზავრის მუჰაფაზა, სირია 35°20′10″ ჩ. გ. 40°18′34″ ა. გ. | ||
შედეგი | ამერიკის შეერთებული შტატებისა და სირიის დემოკრატიული ძალების გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
| |||
|
აშშ-ის არმიამ განაცხადა, რომ ასი სირიელი სამთავრობო მებრძოლი დაიღუპა აშშ-ის თავდასხმის შედეგად, რის გამოც სირიამ დაადანაშაულა შეერთებული შტატები თავისი ჯარების „სასტიკ ხოცვაში“, ხოლო რუსეთმა დაადანაშაულა აშშ, ეკონომიკური მოტივების ქონაში, ახლომდებარე ნავთობის საბადოების მიმართ.[18] დასავლეთის ახალი ამბების გავრცელების წყაროებიდან წინასწარი რეპორტაჟი ხაზს უსვამდა რუსეთის მონაწილეობას და მსხვერპლს ბრძოლაში.[19] შემდგომი ანგარიშები და ოფიციალური განცხადებები როგორც რუსული, ასევე ამერიკული წყაროებიდან დრამატულად განსხვავებულ სურათს ქმნიდა. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ჯეიმზ მეტისმა განაცხადა, რომ რუსულმა მხარემ შეატყობინა ამერიკელებს ზონაში რუსული სამხედროების არ ყოფნის შესახებ.[20]