From Wikipedia, the free encyclopedia
ხან-თენგრი (ყაზახ. Хан Тәңірі, ყირგ. Кан-Теңир, ჩინ.: 汗腾格里峰) — წვეტიანი პირამიდისებური პიკი ცენტრალურ ტიან-შანში, თენგრითაღის ქედზე, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და ჩინეთის საზღვარზე. გაწოლილია ისიქ-ქოლის ტბის აღმოსავლეთით. მისი გეოლოგიური სიმაღლე 6995 მ-ია, თუმცა მყინვარულ სიზრქესთან ერთად მწვერვალის სიმაღლე 7010 მ-ს აღწევს. აგებულია მარმარილოთი და გამარმარილოებული კირქვებით. ხან-თენგრისა და გამარჯვების პიკის რაიონშია ტიან-შანის ყველაზე მძლავრი გამყინვარება. ხან-თენგრი უძველესი დროიდანაა ცნობილი. მის შესახებ ცნობებს გვაწდიან ძველი მოგზაურები. პირველად დაიპყრეს მიხეილ პოგრებეცკიმ, ბორის ტიურინმა და ფრანც-იოზეფ ზაუბერერმა 1931 წელს. 2002 წელს ყირგიზეთმა გამოუშვა 100 სომიანი ბანკნოტი, რომლის უკანა მხარეზე გამოსახულია ხან-თენგრი.
ხან-თენგრი | |
---|---|
ხან-თენგრი | |
კოორდინატები: 42°12′39″ ჩ. გ. 80°10′30″ ა. გ. | |
ქვეყანა | ყირგიზეთი ყაზახეთი ჩინეთი |
სიმაღლე | 7010 მ |
ქედი | ტიან-შანი |
პირველი ასვლა | 1931 |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.