ხანქენდის აეროპორტი
From Wikipedia, the free encyclopedia
ხანქენდის აეროპორტი (აზერ. Xocalı Beynəlxalq Hava Liman , სომხ. Ստեփանակերտի Օդանավակայան)[2][3] მდებარეობს თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში. ამ აეროპორტზე კონტროლი მოახდინა მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკამ 1990 წელს, მთიანი ყარაბაღის ომის ესკალაციის შედეგად. ვინაიდან აეროპორტი მდებარეობს აზერბაიჯანის საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში და ამჟამინდელი მთავრობა არ არის აღიარებული , ოფიციალურ IATA-ს სიაში ამ აეროპორტს არ აქვს კოდი.
ხანქენდის აეროპორტი Ստեփանակերտի օդանավակայան Xocalı Beynəlxalq Hava Limanı | ||
---|---|---|
ინფორმაცია | ||
ტიპი | სამხედრო და სამოქალაქო | |
ოპერატორი | მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა | |
ემსახურება | ხანქენდი | |
ადგილმდებარეობა | ხანქენდი, მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა | |
სიმაღლე ზდ | 610 | |
კოორდინატები | 39°54′05″ ჩ. გ. 46°47′13″ ა. გ. | |
ასაფრენ-დასაჯდომი ბილიკი (ადბ) | ||
ნომერი | ზომები | საფარი |
05/23 | 2,178 | ასფალტი |
DAFIF[1] |
2009 წელს მთიანი ყარაბაღის ხელისუფლებამ დაიწყო რეკონსტრუქცია.[4]მიუხედავად იმისა, რომ დაგეგმილი იყო პირველი კომერციული ფრენების გაშვება 2011 წლის 9 მაისს, ფრენები გადადო მთელი 2011 წლის განმავლობაში.[5]2012 წლის მაისში მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის დირექტორმა ტიგრან გაბრიელიანმა გამოაცხადა, რომ აეროპორტი ფუნქციონირებას დაიწყებდა 2012 წლის შუა რიცხვებიდან.[6]თუმცა აეროპორტი უსაფრთხოების მიზეზების გამო დახურულია.
აეროპორტი მდებარეობს ზღვის დონიდან 610 მეტრის სიმაღლეზე (2,001 ფუტი). მას აქვს ერთი ასაფრენი ბილიკი, რომელსაც აქვს ნომერი 05/23 ასფალტის საფარი 3717 მეტრით და 2,178 ზომით.[1]