![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/5/5d/Nanning_Montage.jpg/640px-Nanning_Montage.jpg&w=640&q=50)
ხანგჭოუ
From Wikipedia, the free encyclopedia
ხანგჭოუ (ჩინ.: 杭州, [xǎŋ.ʈʂóu]) — ჯეძიანის პროვინციის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი, ჩინეთი. ქალაქი მდებარეობს პროვინციის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ხანგჭოუს ყურის ზემოთ, რომელიც ქალაქს შანხაისა და ნინგპოსაგან გამოჰყოფს. ხანგჭოუ ცნობილი გახდა, როგორც ჩინეთის დიდი არხის სამხრეთ ტერმინალი და ის ბოლო ათასწლეულის განმავლობაში ჩინეთის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და განვითარებული ქალაქად მიიჩნევა. ხანგჭოუს დასავლეთის ტბის კულტურული ლანდშაფტი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნაწილია, ქალაქის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს და ის დასახლების ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა. მსოფლიოს ფინანსური ცენტრის ინდექსის თანახმად, ხანგჭოუ მსოფლიოს საუკეთესო 100 ფინანსურ ცენტრს შორის შედის.[2]
საოლქო & სუბპროვინციული დონის ქალაქი | |
---|---|
ხანგჭოუ 杭州市 | |
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
პროვინცია | ჯეძიანიჯეძიანი |
შიდა დაყოფა | Shangcheng District, Gongshu District, Xihu District, Hangzhou, Binjiang District, Xiaoshan District, Yuhang District, Tonglu County, Chun'an County, Jiande, Fuyang District, Lin'an District, Linping District და Qiantang District |
კოორდინატები | 30°16′01″ ჩ. გ. 120°09′11″ ა. გ. |
ფართობი | 16,821.1 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 19 მეტრი |
მოსახლეობა | 11,936,010[1] კაცი |
სიმჭიდროვე | 710 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+8 |
სატელეფონო კოდი | 0571 |
საფოსტო ინდექსი | 310000 |
საავტომობილო კოდი | 浙A |
ოფიციალური საიტი | hangzhou.gov.cn |
ხანგჭოუ კლასიფიცირებულია, როგორც სუბპროვინციული დონის ქალაქი და ის სხანგჭოუს აგლომერაციის მთავარ ნაწილს წარმოადგენს. ეს აგლომერაცია ჩინეთის მaსშტაბით სიდიდით მეოთხეა გუანჯოუ-შენჭენის მარგალიტის მდინარის აგლომერაციის, შანხაი-სუჭოუ-უსი-ჩანგჭოუს კო-აგლომერაციისა და ბეიჯინგის შემდეგ. 2020 წლის მოსახლეობის აღწერის თანახმად, ქალაქის მოსახლეობამ 11 936 010 ადამიანი შეადგინა.[1]