From Wikipedia, the free encyclopedia
ჭალა, ჭალის ტერასა — ხეობის ძირის ნაწილი, რომელიც წყალდიდობის დროს წყლით იფარება. ჭალის ზედაპირი უსწორმასწოროა; მდინარის გადაკეტილი კლაკნილებისა და ტოტების ნარჩენებს სერები ენაცვლება.
ჭალა შედგება 3 ნაწილისაგან:
ჭალის ნიადაგი მდიდარია ორგანული ნივთიერებით და ძალიან ნოყიერია. ჭალა, ჩვეულებრივ, ტყითა და ბუჩქნარით არის შემოსილი, კულტურული ათვისების შედეგად იყენებენ საძოვრებად.
დაღვრის შედეგად მდინარეს ჭალის ტერიტორიაზე მოაქვს ნაყარი, რომელიც თანდათანობით დონეს უმატებს ჭალის ზედაპირს. აკუმულაციასთან ერთად ჭალის ზედაპირზე მიმდინარეობს მისი ნაპირების წარეცხვა, რასაც იწვევენ მდინარეული ნაკადები.
არსებობს ასევე ტბიური ჭალები.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.