წყურვილი სიცოცხლისა“ (ინგლ. Lust for Life 1934) — ირვინგ სტოუნის ბიოგრაფიული რომანი, ცნობილი მხატვარ ვინსენტ ვან გოგის ცხოვრების შესახებ.[1] 1956 წელს რეჟისორმა ვინსენტ მინელიმ გადაიღო წიგნზე დაფუძნებული ამავე სახელწოდების ფილმი, რომელშიც მთავარ როლს ასრულებს მსახიობი კირკ დაგლასი. ფილმმა ოსკარის ოთხი ნომინაციიდან მოიგო ერთი.

სწრაფი ფაქტები „წყურვილი სიცოცხლისა“, ავტორი ...
„წყურვილი სიცოცხლისა“
Lust for Life 1934
Thumb
პირველი გამოცემის გარეკანი
ავტორი ირვინგ სტოუნი
ენა ინგლისური
ჟანრი ბიოგრაფიული რომანი
გამოცემის თარიღი 1934 (1934)
ISBN 9789941160615
დახურვა

ავტორის ერთ-ერთს მთავარ წყაროდ იქცა მხატვრისა და მისი ძმის, თეო ვან გოგის მიმოწერები,[2] რომელიც გამოიცა სამ ტომად 1927-1930 წლებში. ამ წერილებში ვინსენტი აღწერს მის ნაცნობებთან ურთიერთობებს, საკუთარი თავის ძებნას და ისეთი განთქმული ნამუშევრების შექმნას როგორებიცაა „კარტოფილის მჭამელები“, „მზესუმზირები“, „საწოლი ოთახი არლში“ და სხვა.[3][4] ავტორმა მოინახულა ის ადგილები, სადაც იმყოფებოდა ვან გოგი და ხვდებოდა მის თანამედროვე მხატვრებს ნიდერლანდებში, ბელგიასა და საფრანგეთში. ავტორის აღიარებით, ნაწარმოებში არსებული ყველა დიალოგი გამოგონილია თუმცა ფაქტები ნამდვილია.

რომანის გამოცემაზე უარი თქვა 17-მა გამომცემელმა და საბოლოოდ გამოიცა 1934 წელს.[5]

რესურსები ინტერნეტში

სწრაფი ფაქტები
დახურვა

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.