From Wikipedia, the free encyclopedia
წყლის იელი (ლათ. Ledum palustre, Rhododendron tomentosum) — მცენარე მანანასებრთა ოჯახისა. გავრცელებულია ძირითადად ტუნდრაში. ჰოლარქტიკული სახეობაა. ვრცელდება თესლითა და ვეგეტატიური გზით. სწორმდგომი მარადმწვანე ბუჩქნარია. სიმაღლე 50-60 სმ, იშვიათად 120 სმ. ღერო დაწოლილია, დაჟანგულ ქეჩისებრი. მათი ფესვები ჭაობში 40 სმ სიღრმემდე იჭრება.
წყლის იელი | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Ledum palustre | ||||||||||||||
|
ყვავის მაისიდან ივლისის ჩათვლით. შეიცავს დიდი რაოდენობით ეთერზეთებს (1,5-იდან 7 %-მდე). ფოთლებში შედის ანდრომედოტოქსინი, მთრიმლავი ნივთიერებები, ფლავონიდები, ვიტამინი C და სხვ. იყენებენ მწვავე და ქრონიკული ბრონქიტის და ტუბერკულოზის დროს, ენტეროკოლიტის და გრიპის წინააღმდეგ.
გამოიყენება როგორც ინსექტიციდი, აგრეთვე პარფიუმერულ წარმოებაში. შხამიანი მცენარეა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.