![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/3f/Waterwheel_2.png/640px-Waterwheel_2.png&w=640&q=50)
წყლის ბორბალი
From Wikipedia, the free encyclopedia
წყლის ბორბალი — მექანიკური მოწყობილობა ვარდნილი წყლის ენერგიის (ჰიდროენერგიის) მბრუნავი მოძრაობის ენერგიად გადასაქცევად, რათა ბორბლის ღერძზე შესაძლებელი იყოს სამუშაოს შესრულება. გარკვეულ დონეზე წყლის აწევისას მასში იკრიბება ამ დონის შესაბამისი პოტენციური ენერგია, ამდენად, ვარდნილ წყალს სამუშაოს შესრულება შეუძლია. უკუგარდაქმნა გამოიყენებოდა "ნიჩბიან ბორბლებში" პირველ ორთქლმავლებზე.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/5/5d/Zuppingerwasserrad.jpg/320px-Zuppingerwasserrad.jpg)
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/3f/Waterwheel_2.png/320px-Waterwheel_2.png)
მბრუნავი მოძრაობის ენერგიად გარდაქმნის მიზნით განასხვავებენ წყლის ბორბლის სამ ძირითად ტიპს:
- ნორია ანუ მბრუნავ-ამწე წყლის ბორბალი მარგი ქმედების კოეფიციენტით 35 %-მდე;
- დამსხმელი ბორბალი მარგი ქმედების კოეფიციენტით 85 %-მდე;
- საშუალო სიმძლავრის მარგი ქმედების კოეფიციენტით 75 %-მდე;