ნორია
From Wikipedia, the free encyclopedia
ნორია (ესპ. noria - არაბ.ناعورة, nā‘ūra, ასურულიდან ܢܥܘܪܐ, nā‘urā) — განუწყვეტლივ მოქმედი ამწევი მოწყობილობა — დაუსრულებელი ჯაჭვი ან ლენტი, რომელზედაც ჩამოკიდებულია ჩამჩები, დოქები, სათლები და მისთ. განკუთვნილია სითხეებისა და ფხვიერი მასალების გადასაზიდად 25 მეტრამდე სიმაღლეზე. იყენებენ ასევე წყლის ასაზიდად მცირე აკვედუკებში, მოსარწყავად, ან განსხვავებული მიზნებისთვის.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/a/a0/Hama-3_norias.jpg/640px-Hama-3_norias.jpg)