წითელი საჩეჩელა
From Wikipedia, the free encyclopedia
წითელი საჩეჩელა (ლათ. Ramaria botrytis) — სოკოს სახეობა რამარიას გვარისა, რომლის გავრცელების არეალი მოიცავს აზიას, ევროპას, ჩრდილოეთ ამერიკას, ჩრდილოეთ აფრიკასა და ავსტრალიას.
სწრაფი ფაქტები წითელი საჩეჩელა, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
წითელი საჩეჩელა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Ramaria botrytis (Pers.) Ricken (1918) | |||||||||||||||
|
დახურვა
საკვებად რეკომენდირებულია მხოლოდ ახალი, ნორჩი ეგზემპლარები. მიკორიზას წარმოქმნის ფართოფოთლოვან ხეებთან, უპირატესად წიფელთან. იზრდება ერთეულებად ან მცირე ჯგუფებად ზაფხულიდან შემოდგომამდე.
სოკო პირველად აღწერა გერმანელმა მიკოლოგმა კრისტიან ჰენდრიკ პერსონმა 1797 წელს როგორც Clavaria botrytis.[1] მიმდინარე ბინომიალური სახელწოდება მიანიჭა გერმანელმა მიკოლოგმა ადალბერტ რიკენმა 1918 წელს.[2]
სამეცნიერო სინონიმები:
- Clavaria botrytis Pers. (1797)
- Corallium botrytis (Pers.) G.Hahn (1883)
- Clavaria botrytis var. alba A.Pearson (1946)
- Ramaria botrytis var. aurantiiramosa Marr & D. E. Stuntz (1974)
- Ramaria inquinata E. Schild (1992)