წითელი მოედანი
From Wikipedia, the free encyclopedia
წითელი მოედანი (რუს. Красная площадь) — მოსკოვის ყველაზე განთქმული მოედანი. მოედანი ჰყოფს კრემლს, ყოფილ სამეფო ციტადელს და ამჟამად რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ რეზიდენციას, ისტორიული სავაჭრო უბნისგან, ცნობილი როგორც „კიტაი-გოროდ“. ამ მოედნიდან მთავარი ქუჩები გაედინება ყველა მიმართულებით და უერთდება ქალაქის ძირითად გზატკეცილებს, შესაბამისად წითელი მოედანი ხშირად მოსკოვისა და მთლიანად რუსეთის ცენტრალურ მოედნად ითვლება. 1991 წელს წითელი მოედანი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში იქნა შეტანილი.
სწრაფი ფაქტები მოსკოვის კრემლი და წითელი მოედანი*, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი ...
მოსკოვის კრემლი და წითელი მოედანი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | რუსეთი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | i, ii, iv, vi |
სია | |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 55°45′15″ ჩ. გ. 37°37′12″ ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1990 (მე-14 სესია) |
ნომერი | 545 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
დახურვა