![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/e6/Relief_locator_Map_of_Georgia.svg/langka-640px-Relief_locator_Map_of_Georgia.svg.png&w=640&q=50)
ძუსა
მდინარე საქართველოში, იმერეთის მხარეში / From Wikipedia, the free encyclopedia
ძუსა — მდინარე დასავლეთ საქართველოში, ტყიბულის, თერჯოლისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში,[1][2] მდინარე ჩოლაბურის მარჯვენა შემდგენელი. სათავე აქვს რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზე. სიგრძე 25 კმ, აუზის ფართობი 111 კმ². საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალმცირობა იცის ზამთარში, წყალდიდობა გაზაფხულზე, წყალმოვარდნები — ზაფხულ-შემოდგომაზე. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 2,55 მ³/წმ.
სწრაფი ფაქტები ძუსა, ქვეყანა ...
ძუსა | |
---|---|
ქვეყანა |
![]() |
ტერიტორიული ერთეულები | იმერეთის მხარე |
სათავე |
რაჭის ქედი 42°21′40″ ჩ. გ. 43°03′16″ ა. გ. |
შესართავი |
ბუჯა 42°09′21″ ჩ. გ. 43°02′28″ ა. გ. |
სიგრძე | 25 კმ |
აუზის ფართობი | 111 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 2,55 მ³/წმ |
![]() ![]() |
დახურვა
ერთვის მდინარე ბუჯას და წარმოქმნის ჩოლაბურს.[3]
ვახუშტი ბატონიშვილის შრომაში „აღწერა სამეფოჲსა საქართველოჲსა“ მოხსენიებულია მდინარე „ზუსა“, რომელმაც შემდგომში ფონეტიკური ცვლილება განიცადა. აგრეთვე, ნახსენებია „კანკიბე“ — ბოგირი მდინარე ზუსაზე.[2]