ძუკერო
From Wikipedia, the free encyclopedia
ადელმო ფორნაჩარი (იტალ. Adelmo Fornaciari; დ. 25 სექტემბერი, 1955), უფრო მეტად ცნობილია სასცენო სახელით ძუკერო ფორნაჩარი (იტალ. Zucchero Fornaciari) ან უბრალოდ ძუკერო (იტალ. Zucchero) — იტალიელი მომღერალი და სიმღერების ავტორი. ხშირად მოიხსენიებენ „იტალიური ბლუზის მამად“, რომელმაც პირველმა შემოიტანა იტალიის დიდ სცენაზე ბლუზი.[1]
ძუკერო | |
---|---|
იტალ. Zucchero Fornaciari | |
ძუკერო სკანერბორგის ფესტივალზე, 2007 წლის აგვისტო | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ადელმო ფორნაჩარი |
დაბ. თარიღი | 25 სექტემბერი, 1955 (1955-09-25) (68 წლის)[1] |
დაბ. ადგილი | რეჯო-ემილია |
ჟანრ(ებ)ი | |
საქმიანობა |
|
აქტიური | 1970-დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | Polydor, Universal |
საიტი | zucchero.it |
ძუკერო ვიკისაწყობში |
ზედმეტსახელი ძუკერო („შაქარი“) დაწყებითი სკოლის მასწავლებელმა შეარქვა.[2][3] მისი მუსიკა მოიცავს ბლუზს, როკს, ბლუზს-როკს, რიტმ-ენდ-ბლუზს, სოულს, გოსპელს, ფანკს, პოპ-როკსა და პოპს.
ძუკერო იმ ევროპელ ბლუზ შემსრულებელთა მცირე რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც დღემდე მსოფლიოს მასშტაბით დიდი პოპულარობით სარგებლობენ.[1]
ძუკეროს კარიერა სამ ათწლეულზე მეტს მოიცავს. მისი ჩანაწერების გაყიდვების რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით 60 მილიონამდე აღწევს.[4][5] საერთაშორისო დონეზე მისი ყველაზე წარმატებული სინგლებია „Diamante“, „Il Volo/My Love“, „Baila (Sexy Thing)/Baila morena“ და „Senza una donna“ (პოლ იანგთან ერთად). ძუკერო რიგი ჯილდოების მფლობელია, რომელთა შორისაა Festivalbar, ცხრა Wind Music Awards, ორი World Music Awards (1993, 1996),[6] ექვსი IFPI Europe Platinum Awards[7] და გრემის ერთი ნომინაცია.[8] იგი თანამშრომლობდა და ასევე ასრულებდა ისეთ ცნობილ შემსრულებლებთან როგორებიც არიან ერიკ კლეპტონი, ჯეფ ბეკი, სტივი რეი ვონი, ბრაიან მეი, მაილს დეივისი, რეი ჩარლზი, ბი ბი კინგი, სტინგი, ბონო, დოლორეს ო’რიორდანი, პოლ იანგი, პიტერ გებრიელი, ლუჩიანო პავაროტი და ანდრეა ბოჩელი.[1][2]