ცულთავა[1][2][3], ცულნისკარტა[2] (ლათ. Fratercula) — ფრინველთა გვარი ალკასებრთა ოჯახისა. მათი სხეულის სიგრძეა 30–35 სმ, მასა — 450–500 გ. მაღალი, კაშკაშა ნისკარტი გვერდებიდან ძლიერ შეკუმშულია. ზურგი შავია, სხეულის ქვედა ნაწილი — თეთრი. ფეხები ნარინჯისფერ-წითელია. კარგად დადიან, ფრენენ, ცურავენ და ყვინთავენ. იკვებებიან მცირე თევზებითა და ზღვის უხერხემლოებით. ბუდობენ ჯგუფებად ან კოლონიებად ფლატეებიან ზღვის სანაპიროებზე; ერთ კვერცხს დებენ ღრმა სოროში, რომელსაც რბილ გრუნტში თხრიან, ან ქვების ქვეშ და კლდის ნაპრალებში. გამოჩეკილი ბარტყები დაფარულია გრძელი და ხშირი ღინღლით; ბუდეს მთლიანად შებუმბლულები ტოვებენ. ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთი ნაწილიდან ახალ მიწამდე სანაპიროებზე ცხოვრობს პოლარული ცულნისკარტა (F. arctica), ხოლო წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ სანაპიროზე — წყნარი ოკეანის ცულთავა (F. corniculata).[4]
სწრაფი ფაქტები ცულთავა, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
დახურვა