ცულნისკარტა, ქოჩორა ცულნისკარტა[1] (ლათ. Fratercula cirrhata) — ფრინველი მეჭვავიასნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 40 სმ, მასა 600-800 გ აღწევს. აქვს გვერდებიდან შებრტყელებული ძლიერი ნისკარტი, თვალებს უკან გრძელი ყვითელი ბუმბულების კონები. შეფერილია მოშავო-მურად, ლოყები თეთრია, ფეხები — წითელი. გავრცელებულია ალეუტის კუნძულებზე, ბერინგის ზღვის კუნძულებზე, ალასკაზე, აშშ-ში წყნარი ოკეანის სანაპიროზე, იაპონიაში. ნაპრალში დებს 1 კვერცხს. იკვებება წვრილი თევზით, ზღვის უხერხემლოებით. ცულნისკარტა კარგად ფრენს, ცურავს და ყვინთავს. ზოგან რეწვის ობიექტია (იყენებენ მის კვერცხებს, ხორცს, ნაწილობრივ ბუმბულს).
ცულნისკარტა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Fratercula cirrhata (Pallas, 1769) | |||||||||||||||
სინონიმები | |||||||||||||||
| |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 22694934 | |||||||||||||||
|
ლიტერატურა
- ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 244.
სქოლიო
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.