From Wikipedia, the free encyclopedia
ცრუხრაშუნა[1] (ლათ. Hebeloma crustuliniforme) — ჰებელომას გვარის სოკო ჰიმენოგასტერისებრთა ოჯახისა,[2][3] რომლის გავრცელების არეალი მოიცავს ჩრდილოეთ ამერიკას, ცენტრალურ ამერიკას, ევროპას, ავსტრალიასა და აზიას (კორეა, იაპონია).
ცრუხრაშუნა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Hebeloma crustuliniforme (Bull.) Quél., 1872 | |||||||||||||||
|
შხამიანი სოკოა.[4] იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლას. იზრდება ჯგუფებად ნიადაგზე, მდელოებზე ან ტყის ველობებზე, წიწვოვან და ფოთლოვან ტყეებში, ბაღებსა და პარკებში. ხშირად ქმნის „ქაჯის წრეს“.
სოკო პირველად აღწერა ფრანგმა მიკოლოგმა პიერ ბიულიარმა 1787 წრლს როგორც Agaricus crustuliniformis. მიმდინარე ბინომინალური სახელი მიანიჭა ლუსიენ კელე 1872 წელს.
სამეცნიერო სინონიმები:
ქუდის დიამეტრი — 4-9 სმ, თავიდან ნახევარსფეროსებრი ან მომრგვალო-კონუსური, შეკეცილი კიდეებით, შემდეგ ბრტყელი, არათანაბარი ზედაპირით და ბორცვაკით ცენტრში. კანი გლუვი და ოდნავ წებოვანი,[5] ღია-ყვითელი ან მოყვითალო-ყავისფერი, კიდეებისკენ უფრო ღია. ქუდის ფერი შეიძლება ვარირებდეს ჭუჭყისფერ-თეთრიდან თხილისფერამდე, ზოგჯერ აგურისფერ-წითელი.
რბილობი — შედარებით რბილი, წყლიანი, თეთრი, მწარე გემოთი და ბოლოკის ან უმი კარტოფილის უსიამოვნო სუნით.
ფეხის სიგრძე — 3-8 სმ, სისქე — 0,8-2 სმ, ცილინდრული, ზოგჯერ ძირში გასქელებული, სიმწიფეში ფუყეა, მოთეთრო ან ყვითელ-ყავისფერი. ზედა ნაწილი დაფარულია ფქვილისებრი, ადვილად მოცილებადი ნაფიფქით.
ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, ფირფიტები ხშირი, შეზრდილია კბილით, თავიდან თეთრია, შემდეგ ჟანგმიწისფერი ან ნაცრისფერ-ყავისფერი, ღია კიდეებით. ფირფიტებზე ზოგჯერ შეიმჩნევა წვრილი რძისმაგვარი ან გამჭირვალე სითხის წვეთები, რომელიც გაშრობისას მუქი ლაქების სახით რჩება.
სპორების ფხვნილი — ჟანგმიწისფერ-ყავისფერი. სპორები — 3-9х5,5-7,5 მკმ,[6] ნუშისებრი, დანაოჭებული.
მიკორიზა ქმნის არყთან, რცხილასთან, კედართან, თხილთან, ნაძვთან, ფიჭვთან, ვერხვთან, მუხასთან, ცაცხვთან. იზრდება ჯგუფებად ნიადაგზე, მდელოებზე ან ტყის ველობებზე, წიწვოვან და ფოთლოვან ტყეებში, ბაღებსა და პარკებში, მთიან რაიონებში. ხშირად ქმნის „ქაჯის წრეს“.
გავრცელებულია ჩრდილოეთის ზომიერ სარტყლებში — ჩრდილოეთი ამერიკა, ცენტრალური ამერიკა, ევროპა, ავსტრალია, აზია (კორეა, იაპონია).[7]
სეზონი — მაისიდან ნოემბრამდე.[8]
შხამიანი სოკოა.[9] მოწამვლის სიმპტომები ვლინდება 1-4 საათის შემდეგ და მოიცავს ღებინებას, მუცლის ტკივილს, დიარეას. როგორც წესი ავადმყოფის გამოჯანმრთელება იწყება რამდენიმე საათის შემდეგ.[10]. მასში შემავალი ტოქსიკური ნივთიერება დღემდე არაა იდენტიფიცირებული.[11][12]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.