![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/8/8a/Confuciustempleapricotplatform.jpg/640px-Confuciustempleapricotplatform.jpg&w=640&q=50)
ციუიფუ
From Wikipedia, the free encyclopedia
ციუიფუ (ჩინ.: 曲阜) — ქალაქი ჩინეთში, შანდუნის პროვინციაში. მდებარეობს პროვინციის დედაქალაქ ძინანიდან 130 კმ-ით სამხრეთით. ბოლო მონაცემებით, ქალაქის ურბანული მოსახლეობა 60 000 ადამიანია, ხოლო მთლიანი მისი ადმინისტრაციული რეგიონის 650 000.
სწრაფი ფაქტები კონფუცის ტაძარი, საფლავი და კონგის ოჯახის სახლი ციუიფუში*, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი ...
კონფუცის ტაძარი, საფლავი და კონგის ოჯახის სახლი ციუიფუში* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
![]() | |
კონფუცის ტაძარი | |
ქვეყანა | ![]() |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | i, iv, vi |
სია | |
რეგიონი** | აზია-ოკეანეთი |
კოორდინატები | 35°36′00″ ჩ. გ. 116°59′00″ ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1994 (მე-18 სესია) |
ნომერი | 704 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
დახურვა
ციუიფუ კონფუცის მშობლიური ქალაქია. მიჩნეულია, რომ ის ნის მთის სიახლოვეს დაიბადა. ქალაქში მდებარეობს არაერთი ისტორიული სასახლე, ტაძარი და სასაფლაო. ციუიფუს სამი ყველაზე ცნობილი კულტურული ძეგლია: კონფუცის ტაძარი, კონფუცის საფლავი და კონგის ოჯახის სახლი. აღნიშნული სამი ძეგლი 1994 წელს იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.