![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/ka/thumb/4/4c/Rainbow.Mtskheta.4.09.2011.jpg/640px-Rainbow.Mtskheta.4.09.2011.jpg&w=640&q=50)
ცისარტყელა
From Wikipedia, the free encyclopedia
ცისარტყელა — ატმოსფერული ოპტიკური და მეტეოროლოგიური მოვლენა, რომელიც ხშირად წვიმის შემდეგ ჩნდება. ეს თავისებური რკალია ან წრეხაზი, რომელიც ფერების სპექტრისგან შედგება. ცისარტყელა შედგება შვიდი ფერისგან: წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი, მწვანე, ცისფერი, ლურჯი, იისფერი.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/ka/thumb/4/4c/Rainbow.Mtskheta.4.09.2011.jpg/640px-Rainbow.Mtskheta.4.09.2011.jpg)
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/e6/Rainbow_at_Ladoga.jpeg/640px-Rainbow_at_Ladoga.jpeg)
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/8/8e/Rainbow_formation.png/640px-Rainbow_formation.png)
ცენტრი წრისა, რომელსაც ცისარტყელა შემოწერს, ძევს წრფეზე, რომელიც გადის დამკვირვებელსა და მზეს შორის, ამავდროულად ცისარტყელას დანახვისას მზე ყოველთვის მდებარეობს დამკვირვებლის ზურგს უკან, შესაბამისად, სპეციალური ოპტიკური ხელსაწყოების გარეშე შეუძლებელია ერთდროულად ცისარტყელასა და მზის დანახვა. ხმელეთზე მდებარე დამკვირვებლისთვის ცისარტყელას, როგორც წესი, აქვს რკალის, წრის ნაწილის, ფორმა. რაც უფრო მაღალია დაკვირვების წერტილი — მით უფრო სრულია ეს რკალი (მთიდან ან თვითმფრინავიდან შესაძლებელია მთლიანი წრის დანახვაც). როდესაც მზე აღიმართება ჰორიზონტიდან 42 გრადუსზე უფრო მაღლა, ცისარტყელა დედამიწის ზედაპირიდან უხილავია[1].