ქალაქი რუსეთში From Wikipedia, the free encyclopedia
ციმლიანსკი (რუს. Цимлянск) — რაიონული დაქვემდებარების ქალაქი რუსეთში, როსტოვის ოლქში. ციმლიანსკის რაიონისა და ციმლიანსკის საქალაქო დასახლების ადმინისტრაციული ცენტრი. დაარსდა 1672 წელს, ქალაქის სტატუსი მიიღო - 1961 წელს. ქალაქის მოსახლეობა 2021 წლის მონაცემებით შეადგენს 14 731 კაცს.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ციმლიანსკი Цимлянск | |||||
პრიმორსკის პარკის როტონდა | |||||
| |||||
ქვეყანა | რუსეთი | ||||
რეგიონი | როსტოვის ოლქი | ||||
კოორდინატები | 47°38′48″ ჩ. გ. 42°05′41″ ა. გ. | ||||
დაარსდა | 1672 | ||||
პირველი ხსენება | 1672 | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1961 | ||||
მოსახლეობა | 14 731 კაცი (2021) | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+3 | ||||
სატელეფონო კოდი | +7 86391 | ||||
საფოსტო ინდექსი | 347320 | ||||
ოფიციალური საიტი | tsimlyansk-gorod.ru | ||||
ქალაქი მდებარეობს როსტოვის ოლქის აღმოსავლეთ ნაწილში, ციმლიანსკის წყალსაცავის დასავლეთ ნაპირზე, მდინარე დონზე და კუმშაკზე. 20 კილომეტრში ვოლგოდონსკიდან და 236 კილომეტრში დონის როსტოვიდან.
ციმლიანსკი (1950 წლამდე სტანიცა ციმლიანსკაია) დააარსეს ონის კაზაკებმა, როგორც კაზაკთა დასახლება უსტ-ციმლა. ზუსტი ცნობები ქალაქის დაარსების თარიღის შესახებ არ არსებობს. პირველად უსტ-ციმლა ისტორიულ საბუთებში მოიხსენიება 1672 წელს, მაგრამ ზოგიერთი ისტორიკოსი თვლის, რომ ციმლიანსკი ბევრად ძველია. სტანიცა ციმლიანსკაია ააშენეს ხაზართა ყოფილი ციხესიმაგრის სარკელის ადგილზე.
ქალაქს სახელი უწოდეს ადგილმდებარეობის გამო, რადგან ის მდებარეობდა მდინარე ციმლის შესართავთან. ტოპონიმ „ციმლას“ წარმოშობის რამდენიმე ვერსია არსებობს. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად ეს არის თურქული სიტყვა „ჩიმ“ (ჭაობი ან კორდი) ან „სიმ“ (ძეგლი, საფლავი). სხვები ფიქრობენ, რომ სიტყვა „ციმლა“ თარგმანში ნიშნავს „ნალს“, რადგან სოფლებს კუმშაცკოისა და ციმლიანსკის შორის მდინარე დონს აქვს ნალის ფორმა.
თათრების ხშირი თავდასხმებისა და მდინარე დონის ხშირი ადიდების გამო ციმლიანსკის პირველ მოსახლეებს ხშირად უწევდათ გადაადგილება. პეტრე I-ის სალაშქრო ჟურნალიდან კარგად ჩანს, რომ 1696 წელს ციმლიანსკი მდებარეობდა მდინარე დონის მარჯვენა ნაპირზე. ამ პერიოდისთვის ეს იყო მცირე მიწის ნაკვეთი, რომელიც პრაქტიკულად ჭაობს წარმოადგენდა. შემდეგ მოგვიანებით ააშენეს სახლები და დასახლება ნელ-ნელა გადაიქცა სოფლად. ადგილობრივი მოსახლეობა მისდევა მეცხოველეობასა და სოფლის მეურნეობას. დიდი შემოსავალს ღებულობდნენ მარილის რეალიზაციიდან, რომელიც უხვად მოიპოვებოდა მდინარე მანიჩზე.
თბილი სამხრეთის კლიმატი ქმნიდა ხელსაყრელ პირობებს ვაზის გასახარებლად, რომელიც შემოჰქონდათ ირანიდან და უნგრეთიდან, ასევე მდინარე რეინის ნაპირებიდან. არსებობს სანდო წყარო, რომ 1709 წელს პეტრე I, რომელიც მიემგზავრებოდა ჩერკასკში, ცუდი ამინდის გამო ღამეს ათევს სტანიცა ციმლიანსკაიაში ადგილობრივ კაზაკ კლემენოვთან. პეტრე I-ის ვიზიტის დროს მან მოუწოდა ადგილობრივ მოსახლეობას გაჰყოლოდნენ მევენახეობას, ამის შემდეგ მან რამდენიმე ვაზის ძირი დარგო კიდეც. XIX საუკუნის დასაწყისში სოფელში უკვე 30 ათასი ძირი ვაზს მოითვლიდნენ.
რკინიგზის სადგუიდან ასობით კილომეტრის დაშორების გამო, ასევე იმის გამო, რომ ზამთარში სამდინარო გზებიც იკეტებოდა, ხელი შეუწყო დასახლებაში ვაჭრობის განვითარებას. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ციმლიანსკში ყოველწლიურად იმართებოდა ბაზრობა, სადაც მოდიოდნენ ვაჭრები მთელი რუსეთის ტერიტორიიდან.
დონის მარჯვენა ნაპირზე დასახლება არსებობდა 300 წლის მანძილზე, მაგრამ ვოლგა-დონის არხისა და ციმლიანსკის წყალსაცავის მშენებლობის გამო საჭირო გახდა მისი გადატანა სხვა ადგილზე.
50-იან წლებში დასახლება ციმლიანსკაიას ეწოდა ციმლიანსკი, ხოლო 1961 წლიდან მას მიენიჭა ქალაქის სტატუსი.
ქალაქ ციმლიანსკში მთელი რიგი ძეგლები მდებარეობს, რომლებსაც აქვთ რეგიონალური მნიშვნელობის კულტურის ძეგლის სტატუსი[1]. მათ შორისაა:
კულტურულ ღირსშესანიშნაობებს განეკუთვნებიან:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.