![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/2/2f/Clash_of_Civilizations_map.png/640px-Clash_of_Civilizations_map.png&w=640&q=50)
ცივილიზაცია
From Wikipedia, the free encyclopedia
ცივილიზაცია — ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული კულტურულ-ისტორიულ კატეგორია, განსაკუთრებით დღეს, როდესაც ყურადღება ხალხიდან და ქვეყნებიდან გადატანილ იქნა უფრო დიდ სტრუქტურებსა და პროცესებზე, რომლებიც ცივილიზაციის მასშტაბებში გაიაზრება. ო. ანდერლეს სიტყვით, კვლევის მიზნად იქცევა არა იმის გარკვევა, თუ რა ხდებოდა, არამედ როგორ ხდებოდა, ანუ პროცესების წარმმართველი კანონზომიერებების შესწავლა. დაუკმაყოფილებლობის გრძნობა გვეუფლება იმის გამო, რომ ვიცით „სულ უფრო მეტი სულ უფრო ნაკლების შესახებ“, საკმაოდ ვიცით რა „ხეების“ შესახებ, ცოტა რამ თუ ვიცით „ტყეზე“.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/2/2f/Clash_of_Civilizations_map.png/640px-Clash_of_Civilizations_map.png)
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/7/7f/Manhattan_panorama_under_clouds.jpg/640px-Manhattan_panorama_under_clouds.jpg)
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/35/Ac.parthenon5.jpg/320px-Ac.parthenon5.jpg)
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/7/7a/Machu-Picchu.jpg/320px-Machu-Picchu.jpg)
იზრდება ინტერესი ლოკალური ცივილიზაციებისადმი, რომელთა ურთიერთობა არსებით გავლენას ახდენს მსოფლიო ისტორიულ პროცესზე. ინტერესის ზრდა დაკავშირებულია, ერთი მხრივ, „ცივილიზაციათა შეჯახების“ მოლოდინთან, მისი საფრთხის გაცნობიერებასთან, მეორე მხრივ - სწორხაზობრივი ცივილიზაციური მოდელების, მათ შორის, მარქსისტული ფორმაციული თეორიის კრიტიკასთან.
ამდენად, ცივილიზაციის ფენომენისადმი ინტერესის ზრდა განპირობებულია როგორც წმინდა აკადემიური, ასევე პრაქტიკული ინტერესით.