![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/d/da/Egypt_North_Sinai_locator_map.svg/langka-640px-Egypt_North_Sinai_locator_map.svg.png&w=640&q=50)
ჩრდილოეთ სინის მუჰაფაზა
From Wikipedia, the free encyclopedia
ჩრდილოეთ სინის მუჰაფაზა (არაბ. شمال سيناء) — ეგვიპტის 29 მუჰაფაზიდან ერთ-ერთი. მდებარეობს ეგვიპტის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ჩრდილოეთ სინის მუჰაფაზის ჩრდილოეთიდან ფართო გასასვლელი აქვს ხმელთაშუა ზღვაზე. დასავლეთიდან საზღვარი გადის სუეცის არხზე. ჩრდილოეთ სინის მუჰაფაზის ტერიტორია მდებარეობს სინის ნახევარკუნძულზე. ესაზღვრება 4 მუჰაფაზა: პორტ-საიდი, ისმაილია, სუეცი და სამხრეთ სინა. აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ისრაელი და ღაზის სექტორი.
სწრაფი ფაქტები მუჰაფაზა, ქვეყანა ...
მუჰაფაზა | |||||
---|---|---|---|---|---|
ჩრდილოეთ სინის მუჰაფაზა شمال سيناء | |||||
![]() | |||||
| |||||
ქვეყანა |
![]() | ||||
კოორდინატები | 30°30′00″ ჩ. გ. 33°36′00″ ა. გ. | ||||
ფართობი | 27,574 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 269 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 421,984 კაცი (2014) | ||||
სიმჭიდროვე | 15 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+2 | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.northsinai.gov.eg | ||||
დახურვა
ჩრდილოეთ სინის მუჰაფაზის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ელ-არიში. ფართობი 27,574 კმ². ფართობით ეგვიპტის მუჰაფაზებს შორის მე-5 ადგილი უკავია. 2014 წლის მონაცემებით ჩრდილოეთ სინის მუჰაფაზის მოსახლეობა 421,984 ადამიანიას შეადგენდა. ყველაზე გავრცელებული ენაა არაბული.