From Wikipedia, the free encyclopedia
ჩიმალტენანგო (ესპ. Chimaltenango) — დეპარტამენტი გვატემალაში. დედაქალაქია ჩიმალტენანგო. აღმოსავლეთით ესაზღვრება საკატეპეკესის დეპარტამენტი, ჩრდილოეთით — ელ-კიჩეს და ბახა-ვერაპასის, სამხრეთით — ესკინტლასა და სუჩიტეპეკესის, დასავლეთით კი სოლოლის დეპარტამენტები. დედაქალაქი ჩიმალტენანგო ქალაქ გვატემალიდან 54 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.
დეპარტამენტი | |||||
---|---|---|---|---|---|
ჩიმალტენანგო Chimaltenango | |||||
| |||||
ქვეყანა | გვატემალა | ||||
ადმ. ცენტრი | Chimaltenango | ||||
კოორდინატები | 14°33′48″ ჩ. გ. 90°58′55″ დ. გ. | ||||
ფართობი | 1 979 კმ² | ||||
მოსახლეობა | 448 000 კაცი (2000) | ||||
სიმჭიდროვე | 225,43 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC-6 | ||||
2000 წლის მონაცემებით, დეპარტამენტის მოსახლეობა 448 000 ადამიანს შეადგენდა, რომელთა უმრავლესობაც მაიას ერთ-ერთი ხალხის — კაკჩიკელის შთამომავლები არიან. ფართობი 1 979 კმ²-ს შეადგენს.
გარდა ჩიმალტენანგოსი, დეპარტამენტის სხვა მნიშვნელოვანი ქალაქებია სანტა-აპოლონია, სან-ხუან-კომალაპა და პატსუნი. დეპარტამენტის ტერიტორიაზე მდებარეობს მაიას ცივილიზაციის არქეოლოგიური ძეგლები — იშიმჩე, მიშკო-ვიეხო და სხვა მრავალი პატარა ქალაქი.
დეპარტამენტი 16 მუნიციპალიტეტისგან შედგება.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.