ჩილვა
From Wikipedia, the free encyclopedia
ჩილვა[1] (ინგლ. Lake Chilwa) — დიდი მარილიანი ტბა მალავიში, რომელშიც არცერთი მდინარე არ ჩაედინება. იგი ფართობის მიხედვით მეორე ტბაა ქვეყანაში[2].
სწრაფი ფაქტები ჩილვა ...
ჩილვა | |
---|---|
ინგლ. Lake Chilwa | |
ტბის თანამგზავრული ფოტო | |
კოორდინატები: 15°18′ ს. გ. 35°42′ ა. გ. | |
მდებარეობა | მალავი, მოზამბიკი |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 627 მ |
სიგრძე | 60 კმ |
სიგანე | 42 კმ |
ფართობი | 1750 კმ² |
მოცულობა | 1,8 კმ³ |
სანაპირო ზოლის სიგრძე | 200 კმ |
საშუალო სიღრმე | 1 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 2,7 მ |
აუზის ფართობი | 7500 კმ² |
დახურვა
ტბა მდებარეობს მალავისა და მოზამბიკის სახელმწიფო საზღვარზე, აფრიკის კონტინენტის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. სიდიდით მეორე ტბაა მალავიში, რომლის სიგრძე დაახლოებით 60 კმ-ია და სიგანე 40 კმ. ტბაში მდებარეობს კუნძული ჩისი. ტბა გარშემორტყმულია ფართე ჭაობიანი სავარგულებით. მთლიანი აკვატორიის ფართობი შეადგენს დაახლოებით 2250 კმ²-ს, მაგრამ საკმაოდ დამოკიდებულია კონკრეტულ წელს ტბაში წყლის ჩადინებაზე. ტბის ჭაობიანი მცენარეულობა მდიდარია ბევრი სხვადასხვა სახეობის დიდი ცხოველებით. ტბაზე განვითარებულია მეთევზეობა.
1859 წლის 18 აპრილს ტბის სანაპიროები მოინახულა დეივიდ ლივინგსტონმა.