From Wikipedia, the free encyclopedia
ჩივირკუის ყურე (რუს. Чивыркуйский залив) — ყურე ბაიკალის ტბაში. მდებარეობს ტბის აღმოსავლეთ ნაწილში. ფართობი დაახლოებით 300 კმ². ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია 26 კმ-ზე, სიგანე 6-7 კმ-იდან 10-12 კმ-მდე.[1] ერთვის მდინარე დიდი ჩივირკუი. მცირეწყლიანია. მაქსიმალური სიღრმე დაახლოებით 10 მ-მდეა,[1] რის გამოც კარგად თბება (+24 °C-მდე).[2] ბაიკალის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ტემპერატურები სწორედ ამ ადგილებში აღინიშნება. არის დასახლებული პუნქტები. დანაწევრებულია მრავალრიცხოვანი უბეებით, რომლებიც ტაიგითაა დაფარული. არის 7 კუნძული.[3] ფსკერი წარმოდგენილია წყალმცენარეებით, რომლებიც „ხალიჩებს“ ქმნიან. მდიდარია თევზით. ჩივირკუის ყურე მოქცეულია იმიერბაიკალეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე.[4]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.