ჩესმეს ბრძოლა, ჩეშმეს ბრძოლა (თურქ. Çeşme Deniz Savaşı) — საზღვაო ბრძოლა რუსეთ-ოსმალეთის 1768-1774 წლების ომის დროს 1770 წლის 7 ივლისს ჩესმეს ყურეში (ეგეოსის ზღვა, ქიოსის სრუტე). არქიპელაგში მოქმედმა რუსულმა ფლოტმა 5 ივლისს ქიოსის სრუტეში, ჩესმეს ჩრდილო-დასავლეთით, შეუტია ოსმალეთის ფლოტს და მოწინააღმდეგის საფლაგმანო ხომალდი ჩაძირა. ოსმალეთის ფლოტმა თავი შეაფარა ჩესმეს ყურეს, სადაც იგი რუსეთის ფლოტმა ჩაიჭირა. 7 ივლისს ღამით ყურის შესასვლელთან კონტრ-ადმირალ ს. გრეიგის ავანგარდმა ცეცხლი წაუკიდა ოსმალეთის ხომალდებს, ხოლო შეტევაზე გადასულმა რუსეთის ფლოტის 4 ბრანდერმა - სახაზო ხომალდს. 1 სახაზო ხომალდისა და 5 გალერის გარდა ოსმალეთის მთელი ფლოტი დაიწვა.
სწრაფი ფაქტები ჩესმეს ბრძოლა, თარიღი ...
ჩესმეს ბრძოლა |
---|
რუსეთ-ოსმალეთის ომის ნაწილი |
ი. აივაზოვსკის ნახატი „ჩესმეს ბრძოლა“ |
თარიღი |
7 ივლისი, 1770 |
---|
მდებარეობა |
ჩესმეს ყურე, ოსმალეთის იმპერია |
---|
შედეგი |
ოსმალეთის ფლოტის განადგურება |
---|
მხარეები |
---|
|
მეთაურები |
---|
ალექსეი ორლოვი, გრიგორ სპირიდოვი |
კაფუდან-ფაშა, ჰასან-ფაშა |
|
ძალები |
---|
13 საბრძოლო ხომალდი, 6 500 ადამიანი |
73 სხვადასხვა სახლის ხომალდი, 15 000 ადამიანი |
|
დანაკარგები |
---|
1 საბრძოლო ხომალდი, 500-6000 ადამიანი |
მთელი ფლოტი 1 სახაზო ხომალდისა და 5 გალერის გარდა, 11 000 ადამიანი |
|
ჩესმეს ბრძოლა ვიკისაწყობში |
დახურვა