From Wikipedia, the free encyclopedia
ჩებოქსარი (ჩუვ. Шупашка́р) — ქალაქი რუსეთის ფედერაციაში, ჩუვაშეთის რესპუბლიკის დედაქალაქი, რუსეთის არქიტექტურული ძეგლი. ჩუვაშეთის ადმინისტრაციული, სამრეწველო და კულტურული ცენტრი. ჩებოქსარს აქვს ქალაქი-სატელიტი ნოვოჩებოქსარსკი. 2008 წლის 2 მარტს გაიმართა რეფერენდუმი ამ ორი ქალაქის გაერთიანების შესახებ, მაგრამ ნოვოჩებოქსარსკის მოსახლეობის უმეტესობამ ხმა მისცა გაერთიანების წანააღმდეგ.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ჩებოქსარი Чебокса́ры Шупашка́р | |||||
ჩებოქსარის მთავრობის სახლი | |||||
| |||||
ქვეყანა | რუსეთი | ||||
რესპუბლიკა | ჩუვაშეთი | ||||
შიდა დაყოფა | Leninsky Rayon, Cheboksary, Kalininsky Rayon, Cheboksary, Moskovskiy Rayon, Cheboksary და Q15728785? | ||||
კოორდინატები | 56°08′00″ ჩ. გ. 47°15′00″ ა. გ. | ||||
მმართველი | Oleg Kortunov | ||||
დაარსდა | 1469 | ||||
პირველი ხსენება | 1781 | ||||
ფართობი | 250.87 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 150 მეტრი | ||||
ოფიციალური ენა | ჩუვაშური ენა და რუსული ენა | ||||
მოსახლეობა | 441 572 კაცი (2008) | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+3, ზაფხულში UTC+4 | ||||
სატელეფონო კოდი | +7 8352 | ||||
საფოსტო ინდექსი | 428000 | ||||
ოფიციალური საიტი | gcheb.cap.ru | ||||
ქალაქი ცნობილია 1469 წლიდან. 1555 წლიდან მოსკოვის სახელმწიფოს ციხე-სიმაგრეა. 1611-1612 წწ ჩებოქსარის მოსახლეობა მონაწილეობდა სახალხო ლაშქრობაში მინინისა და პოჟარსკის ხელმძღვანელობით. XVII ს. დასასრულსა და XVIII საუკუნეში ჩებოქსარი ვოლგისპირეთის მნიშვნელოვანი სავაჭრო ქალაქი იყო. 1781 წლიდან ყაზანის გუბერნიის სამაზრო ქალაქია. 1920 წლიდან ჩუვაშეთის ავტონომიური ოლქის, 1925 წლიდან ჩუვაშეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ხოლო 1992 წლიდან ჩუვაშეთის რესპუბლიკის დედაქალაქია.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.