ჩარლზ ჩაპლინის ფილმოგრაფია
From Wikipedia, the free encyclopedia
ჩარლი ჩაპლინი იყო ბრიტანელი კინომსახიობი, კომიკოსი, რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარის ავტორი, მუსიკოსი და კომპოზიტორი, რომლის კარიერა 1914 წლიდან 1967 წლამდე გაგრძელდა. ჩაპლინი, მისი კინოკარიერის დაწყებისთანავე, ჩამოყალიბდა მსოფლიოს მასშტაბის სინემატიკურ კერპად. ამ დიდი წარმატების საწინდარი იყო პერსონაჟი - მაწანწალა. 1910-იან და 1920-იან წლებში ჩაპლინი იყო მიჩნეული მსოფლიოს ყველაზე ცნობილ ადამიანად. [1]
ჩაპლინი დაიბადა ლონდონში და კარიერა დაიწყო ცხრა წლის ასაკში.[2] 1913 წელს, როდესაც ჩაპლინი იმყოფებოდა ტურნეზე ფრედ კარნოს დასთან ერთად აშშ-ში, მიიღო მაკ სენეტის Keystone Studios-სთან თანამშრომლობის შემოთავაზება, რასაც ჩაპლინი დათანხმდა. Keystone-თან თანამშრომლობის დროს, მან დაიწყო რამდენიმე ფილმისთვის სცენარის წერა და რეჟისორობა. 1915 წელს ჩაპლინმა ხელშეკრულება გააფორმა Essanay Studios-სთან, ხოლო ერთი წლის შემდეგ - Mutual Film-თან. 1918 წელს ჩაპლიმა დაიწყო საკუთარი ფილმების გამოცემა. თავდაპირველად, მათ უშვებდა First National-თან თანამშრომლობით, შემდეგ კი United Artists-ის მეშვეობით. ეს უკანასკნელი გაერთიანება დააარსა ჩაპლინმა მერი პიკფორდის, დუგლას ფერბენკსისა და დევიდ გრიფიტისთან ერთად.[3] 1940-იანი წლების ბოლოს და 1950-იანი წლების დასაწყისში ჩაპლინს დააბრალეს კომუნიზმთან თანამშრომლობა, რაც თავად უარყო.[4] მიუხედავად აშშ-ში მრავალწლიანი ცხოვრებისა, ჩაპლინმა უარი განაცხადა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებაზე და კვლავ ბრიტანეთის ქვეშევრდომი რჩებოდა. 1952 წელს, როდესაც ჩაპლინი მიემგზავრებოდა ინგლისში რამპის ჩირაღდნების პერმიერაზე დასასწრებლად, წაერთვა ამერიკაში დაბრუნების უფლება.[5] ჩაპლინი საბოლოოდ დასახლდა შვეიცარიაში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე იცხოვრა. მისი უკანასკნელი ორი ფილმი გადაღებული და გამოშვებულია ინგლისში.
ცხოვრების მანძილზე, ჩაპლინმა მიიღო კინომატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის სამი ჯილდო. კინოაკადემიის პირველ ცერემონიაზე, რომელიც ჩატარდა 1929 წლის 16 მაისს, ჩაპლინმა მიიღო საპატიო ორდენი სცენარის ავტორობის, რეჟისურის, პროდიუსერობისა და მსახიობობისთვის ფილმში ცირკი (1928)[6][7] 1972 წელს იგი დაბრუნდა აშშ-ში, რათა მიეღო შემდგომი საპატიო წოდება, ამ შემთხვევაში კინოსამყაროში მიღწეული საერთო წარმატებისთვის. მომდევნო წელს ჩაპლინის რამპის ჩირაღდნების მუსიკამ მიიღო კინოაკადემიის ჯილდო ნომინაციაში "საუკეთესო მუსიკა ფილმისთვის". მიუხედავად ოცი წლის გასვლისა, რამპის ჩირაღდნები ლოს-ანჯელესში არ გამოცემულა 1972 წლამდე, შესაბამისად, კინოაკადემიის დაჯილდოებას არ ჰქონდა უფლება აქამდე წარედგინა იგი ცერემონიაზე.[7] 1940 წლის ოსკარის ცერემონიაზე, ჩაპლინი ნომინირებული იყო კატეგორიებში საუკეთესო მსახიობი მამაკაცი და საუკეთესო სცენარი ფილმისთვის დიდი დიქტატორი, ხოლო 1947 წელს მესიე ვერდუს სცენარისთვის.[7]
2009 წლის მონაცემებით, ჩაპლინის ხუთი სრულმეტრაჟიანი ფილმი არის დამატებული ეროვნული ფილმების რეესტრში: ემიგრანტი (1917), ოქროს ციებცხელება (1925), დიდი ქალაქის ჩირაღდნები (1931), ახალი დროება (1936), და დიდი დიქტატორის (1940). ასევე არჩეული იქნა ფილმი აჩვენე ხალხს (1928).[8] ჩაპლინმა, მის მიერ მოძრავ ფილმებში გაწეული სამოშაოსთვის, მიიღო საპატიო ვარსკვლავი ჰოლივუდის დიდების ხეივანში.[9]