ჩაისუბანი
სოფელი საქართველოში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში / From Wikipedia, the free encyclopedia
ჩაისუბანი — სოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფელი ჩაისუბანი). მდებარეობს მდინარე ჩაქვისწყლის ხეობაში, ზღვის დონიდან 150 მ სიმაღლეზე. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2847 კაცი.[1] სოფელში დგას ჩაისუბნის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი. ქობულეთიდან დაშორებულია 17 კილომეტრით, ხოლო ჩაქვიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 7 კილომეტრით. სოფლის ადრინდელი სახელებია შუა ჩაქვა და დიდი ჯამე. ადამიანს აქ ჯერ კიდევ ახალ ქვის ხანაში უცხოვრია. აღმოჩენილია ბრინჯაოს ხანის განძი.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჩაისუბანი (მრავალმნიშვნელოვანი). |
სწრაფი ფაქტები სოფელი, ქვეყანა ...
სოფელი | |
---|---|
ჩაისუბანი | |
ქვეყანა | საქართველო |
ავტონომიური რესპუბლიკა | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკააჭარის ავტონომიური რესპუბლიკა |
მუნიციპალიტეტი | ქობულეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | ჩაისუბანი |
კოორდინატები | 41°41′54″ ჩ. გ. 41°46′23″ ა. გ. |
ადრეული სახელები |
შუა ჩაქვა დიდი ჯამე |
ცენტრის სიმაღლე | 150 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 2847[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 99,5 % რუსები 0,2 % უკრაინელები 0,1 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დახურვა