From Wikipedia, the free encyclopedia
ჩაბიერ „ჩაბი“ პრიეტო არგარატე (ესპ. Xabier 'Xabi' Prieto Argarate; 29 აგვისტო, 1983, სან-სებასტიანი, ესპანეთი) — ესპანელი ფეხბურთელი, მთელი კარიერა თამაშობდა „რეალ სოსიედადში“, მარჯვენა ნახევარმცველის პოზიციაზე. კარიერა დაასრულა 2018 წელს.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ჩაბიერ პრიეტო არგარატე | ||
დაბადების თარიღი | 29 აგვისტო, 1983 | ||
დაბადების ადგილი | სან-სებასტიანი, ესპანეთი | ||
სიმაღლე | 185 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1997-2002 | რეალ სოსიედადი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2002-2004 | რეალ სოსიედად ბ | 48 | (8) |
2003-2018 | რეალ სოსიედადი | 479 | (67) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2004-2005 | ესპანეთი 21 წლ. | 5 | (0) |
2004-2016 | ბასკეთი | 14 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 5 ივნისი, 2017 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 5 ივნისი, 2017 |
ჩაბი პრიეტოს დებიუტი სოსიედადში 2003 წლის 8 ოქტომბერს შედგა, „ოსასუნას“ წინააღმდეგ გამართულ საშინაო შეხვედრაში, სადაც 1-0 იმარჯვეს. 2013 წლის 6 იანვარს, მან მადრიდის „რეალთან“ ჰეთ-თრიკი შეასრულა, თუმცა მისმა გუნდმა 4-3 წააგო. განმეორებით შეხვედრაში, ანოეტაზე, პრიეტომ დუბლი შეასრულა. 2012-13 წლის სეზონში, მისმა გუნდმა ესპანეთის ჩემიონატში მე-4 ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა.
ჩაბი პრიეტოს აქვს შესანიშნავი დრიბლინგი, ასევე მას შესანიშნავად შეუძლია 11 მეტრიანის შესრულება.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.