შუმერული ლიტერატურა
From Wikipedia, the free encyclopedia
შუმერული ლიტერატურა — ლიტერატურა შუმერულ ენაზე. იგი ზეპირსიტყვიერებიდან იღებს დასაბამს. სოლისებრი დამწერლობით ჩაწერილი პირველ მხატვრული ტექსტები მკვეთრად გამოხატული ფოლკლორული ნიშნებით ხასიათდება. ისინი გაცილებით ადრეა შექმნილი, ვიდრე თიხის ფირფიტებზე აღიბეჭდებოდა. არქაულობის ბეჭედი აზის გილგამეშის ციკლის სიმღერა-ლეგენდებს, რომლებშიც წაშლილია ზღვარი ღმერთებსა და ადამიანებს შორის (უმწეო ქალღმერთი ინანა შველას სთხოვს გმირ გილგამეშს, ქალწული ინანა ვიღაც მებაღის ძალადობის მსხვერპლი ხდება და სხვ.). შუმერული ლიტერატურის ძეგლები უმეტესად ლექსად არის შექმნილი.