From Wikipedia, the free encyclopedia
შოჩიმილკოს ტბა (ესპ. Lago de Xochimilco) — უძველესი ჩაკეტილი ტბა მექსიკაში, მეხიკოს ველზე. მიეკუთვნება მლაშე ტბათა სერიას, რომელშიც შედიან ტესკოკო, სუმპანო და ხალტოკანი, ასევე მტკნარი ტბა ჩალკო. თვითონ შოჩიმილკო მტკნარი ტბაა. ამ ტბებთან სახლობდა ისეთი ცივილიზაციები, როგორებიცაა ტეოტიუაკანები, ოლმეკები და აცტეკები.
შოჩიმილკოს ტბა | |
---|---|
კოორდინატები: 19°17′06″ ჩ. გ. 99°06′07″ დ. გ. | |
მდებარეობა | მექსიკა |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 2240 მ |
ფართობი | 26,57 კმ² |
მაქსიმალური სიღრმე | 6 მ |
შოჩიმილკოს ტბის მტკნარი წყალი, მოსახლეობას საშუალებას აძლევდა მის სამხრეთ ნაწილში ჩინამპას წესით განევითარებინა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა. სწორედ ამიტომ, ეს ტერიტორია გახდა აცტეკების პირველი სამიზნე, რომლებმაც შემდეგ იგი დაიპყრეს.
მეხიკოს ველის ეს ხუთი ტბა დღეს თითქმის გამქრალია. შოჩიმილკოს ტბიდან მხოლოდ მისი არხებიღაა დარჩენილი.
შოჩიმილკო ერთადერთი თავშესაფარი რჩება მექსიკისთვის ენდემური სალამანდრას ისეთი სახეობისათვის, როგორიცაა ახოლოტლი. ეს სალამანდრა ასევე ბინადრობდა ჩალკოს ტბაშიც, სანამ ის დაშრებოდა.
1968 წლის მეხიკოს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე შოჩიმილკო მასპინძლობდა კანოეებით და ნიჩბოსნობაში შეჯიბრებას.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.