შოკოლადის ბრაუნი
From Wikipedia, the free encyclopedia
შოკოლადის ბრაუნი (ან უბრალოდ ბრაუნი; chocolate brownie) არის კვადრატული ან მართკუთხა ფორმის მქონე შოკოლადის ნამცხვარი. ბრაუნი გამოირჩევა განსხვავებული ვერსიების სიმრავლით. არსებობს ბრაუნების დიდი არჩევანი ნამცხვრის სიმკვრივის მიხედვით, ის შეიძლება იყოს ნაზი და ჰაეროვანი, როგორც ნამცხვარი, ან უფრო მკვრივი და "ტენიანი". ის ასევე შეიძლება შეიცავდეს კაკალს, კრემ-ყველს, კრემს, შოკოლადის მონეტებს ან სხვა ინგრედიენტებს. ბრაუნის უფრო განსხვავებულ ვერსიას, რომლის ცომიც ყავისფერი შაქრით და ვანილით კეთდება, შოკოლადის ნაცვლად, ქერა ბრაუნი ან blondie ეწოდება. ბრაუნი შეიქმნა შეერთებულ შტატებში მე-19 საუკუნის ბოლოს და განსაკუთრებით ცნობადობა მოიპოვა აშშ-სა და კანადაში მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში.
ბრაუნის დიდ, მართხკუთხა საცხობ ლანგარზე აცხობენ. მას ძირითადად ხელით მიირთმევენ, ხშირად თან აყოლებენ რძეს ან ყავას, ან მიირთმევენ ნაყინთან ერთად, ზემოდან კრემით, დაფქვილი შაქრით, ტკბილეულის მარცვლებით და ა.შ. ჩრდილოეთ ამერიკაში ისინი ჩვეულებრივი საოჯახო კერძებია, ასევე პოპულარულია რესტორნებში და კაფეებში.[1]